მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „რითეილერები EBITDA მარჟის 25%-ს საბანკო ტერმინალების მომსახურებაში იხდიან-გამოსავალი შიდა გადახდის სისტემებია“ - ხაბაშვილი
„რითეილერები EBITDA მარჟის 25%-ს საბანკო ტერმინალების მომსახურებაში იხდიან-გამოსავალი შიდა გადახდის სისტემებია“ - ხაბაშვილი

„რითეილერები EBITDA მარჟის 25%-ს საბანკო ტერმინალების მომსახურებაში იხდიან-გამოსავალი შიდა გადახდის სისტემებია“ - ხაბაშვილი

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 00:21|bm.ge

სუპერმარკეტების ქსელებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ფინანსურ გამოწვევად საბანკო ტრანზაქციების მაღალი საკომისიო რჩება, რაც სექტორის მომგებიანობაზე პირდაპირ უარყოფითად მოქმედებს. ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხაბაშვილმა ისაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ალტერნატიული გადახდის მექანიზმების დანერგვით მნიშვნელოვანი თანხების გამოთავისუფლებაა შესაძლებელი.

„დღესდღეობით მთელმა FMCG სექტორმა 4%-იანი EBITDA მარჟა აჩვენა. ამ დროს, როდესაც მომხმარებელი მარკეტში მიდის და ბარათს ტერმინალზე ადებს, ამ ტრანზაქციის საფასურს რითეილი იხდის, რაც საშუალოდ 1%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ მთელი სექტორის მოგების თითქმის 25% ამ ტრანზაქციებში მიდის. ციფრებში რომ ვთქვათ, 2026 წლის პირველ ნახევარში სუპერმარკეტების ქსელების ბრუნვამ 5.3 მილიარდი ლარი შეადგინა და სექტორმა დაახლოებით, 50 მილიონი ლარი გადაიხადა საბარათე გატარებებში. ეს 50 მლნ ეფუძნება იმ ლოგიკას რომ 5.3 მლრდ ლარი იყო,ამ თანხის 1% კი 50 მლნ-ზე მეტი გამოდის.

თუ შიდა გადახდის საშუალებებს გამოვიყენებთ საერთაშორისო გამტარების გვერდის ავლით, ეს 1%-იანი ხარჯი ჩამოვა 0.3%-მდე. გამოთავისუფლებული 35 მილიონი ლარი კი ქსელებს საშუალებას მისცემს, მიმართონ აქციებში, ფასდაკლებებსა და მომხმარებლის ლოიალობის პროგრამებში,“- განმარტა ხაბაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა გაკვეთილებს იღებს საქართველო სამხრეთ კორეის MyData-ს გამოცდილებიდან? - ვარლამ ებანოიძე ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე

რა გაკვეთილებს იღებს საქართველო სამხრეთ კორეის MyData-ს გამოცდილებიდან? - ვარლამ ებანოიძე ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე

BM.GE

mshobloba.ge - პლატფორმა, რომელიც მშობლებს ბავშვზე ორიენტირებული სერვისების მოძიებას უმარტივებს

mshobloba.ge - პლატფორმა, რომელიც მშობლებს ბავშვზე ორიენტირებული სერვისების მოძიებას უმარტივებს

BM.GE

DCFTA-ის შედეგები რიცხვებში - საქართველო ევროკავშირის სავაჭრო რუკაზე

DCFTA-ის შედეგები რიცხვებში - საქართველო ევროკავშირის სავაჭრო რუკაზე

BM.GE

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

BM.GE