მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გიორგი სახოკია შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
გიორგი სახოკია შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გიორგი სახოკია შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

BM.GE22 ივნისი, 2026, 18:02|bm.ge

ირაკლი კობახიძის ბრძანებით, გიორგი სახოკია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

საკადრო ცვლილების შესახებ დოკუმენტი 19 ივნისით თარიღდება.

„„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს გიორგი სახოკია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2026 წლის 19 ივნისიდან“.

გიორგი სახოკია პოსტზე გასული წლის 11 დეკემბერს დაინიშნა. იქამდე შსს-ს აკადემიის რექტორის თანამდებობაზე 2025 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, უფრო ადრე კი ის თავდაცვის სამინისტროს აპარატში საქმიანობდა. 2021-2022 წლებში ის გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე მუშაობდა, 2020 წელს კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო, 2014-2019 წლებში კი შსს-ში სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავა.

ამ მომენტისთვის სულხან თამაზაშვილს 5 მოადგილე ჰყავს. აქედან ორი მისი მინისტრობის დროსაა დანიშნული - გაგა კირკიტაძე და გიორგი ბახუაშვილი.

პოსტზე მოსვლის მომენტისთვის კი უკვე თანამდებობას იკავებდნენ: ალექსანდრე დარახველიძე, როლანდ მესხი, შალვა თადუმაძე;

bm.ge უწყებას უკვე დაუკავშირდა კითხვით, რა გახდა თანამდებობიდან წასვლის მიზეზი და დატოვა თუ არა უწყება. მასალა პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიძვირე და იშვიათობა – როგორ იქნება Porsche-ს ახალი სტრატეგია?

სიძვირე და იშვიათობა – როგორ იქნება Porsche-ს ახალი სტრატეგია?

BM.GE

ენერგეტიკის სექტორისთვის „ბიზნესი განათლებისთვის“ პლატფორმა შეიქმნა

ენერგეტიკის სექტორისთვის „ბიზნესი განათლებისთვის“ პლატფორმა შეიქმნა

BM.GE

Ubisoft-ის თანადამფუძნებელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

Ubisoft-ის თანადამფუძნებელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

BM.GE

TBILISI SHOPPING FESTIVAL 27 ივნისს გაიხსნება

TBILISI SHOPPING FESTIVAL 27 ივნისს გაიხსნება

BM.GE