მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TBILISI SHOPPING FESTIVAL 27 ივნისს გაიხსნება
TBILISI SHOPPING FESTIVAL 27 ივნისს გაიხსნება

TBILISI SHOPPING FESTIVAL 27 ივნისს გაიხსნება

BM.GE22 ივნისი, 2026, 18:19|bm.ge

Tbilisi Shopping Festival პირველად 27 ივნისს გაიმართება, ეს იქნება ახალი საზაფხულო ღონისძიება, რომელიც შოპინგს, გართობასა და მრავალფეროვან გამოცდილებას ერთ სივრცეში გააერთიანებს.

ფესტივალი აუთლეტ ვილიჯში ჩატარდება და სტუმრებს ოთხი დღის განმავლობაში: 27-28 ივნისს და 4-5 ივლისს უმასპინძლებს. Tbilisi Shopping Festival-ის მიზანია ზაფხულის სეზონზე შექმნას განსაკუთრებული გარემო, სადაც შოპინგი, კულტურა, გართობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები ერთიან დასამახსოვრებელ გამოცდილებად იქცევა.

ფესტივალის ფარგლებში სპეციალური შეთავაზება ექნებათ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს. 27 და 28 ივნისს, თბილისი აუთლეტ ვილიჯის შერჩეულ მაღაზიებში თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს ულიმიტოდ და მომენტალურად დაიბრუნებენ.

27 ივნისს გაიმართება საჯარო შეხვედრა დათო ტურაშვილთან, გუგა კოტეტიშვილთან და ნინო დარასელთან. სტუმრები ისაუბრებენ თბილისის კულტურულ იდენტობაზე, არქიტექტურაზე და დიზაინზე, ასევე იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა ქალაქის უნიკალური ხასიათი სხვადასხვა კულტურისა და სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე. 28 ივნისს სტუმრების წინაშე „თამადა“ წარდგება.

ფესტივალის განმავლობაში მოსულ სტუმრებს მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების pop-up სივრცეები, მათ შორის კონცეპტუალური მაღაზია IERI Store, Lalo Cardigans და სხვა ქართული ბრენდები, რომლებიც ფესტივალის გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდიან.

სტუმრებს ასევე დახვდებათ ცოცხალი მუსიკა და საბავშვო გასართობი სივრცე, რომელიც ყოველდღიურად 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს, Tbilisi Shopping Festival ასევე გააერთიანებს სხვადასხვა გასტრონომიულ კონცეფციას.

თბილისი აუთლეტ ვილიჯი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 30 წუთის სავალზე მდებარეობს, 40-ზე მეტ ბრენდს აერთიანებს. მათ შორის წარმოდგენილია არაერთი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ აუთლეტ ვილიჯშია ხელმისაწვდომი. სივრცე სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში სთავაზობს 30%-დან 70%-მდე მუდმივ ფასდაკლებებსა და ექსკლუზიურ შეთავაზებებს. ღია ცის ქვეშ განთავსებული გამორჩეული არქიტექტურა, კომფორტული გარემო და მრავალფეროვანი ბრენდები აუთლეტ ვილიჯს შოპინგისა და დასვენების განსაკუთრებულ დანიშნულების ადგილად აქცევს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში, უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა 74%-ით გაიზარდა

თბილისში, უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა 74%-ით გაიზარდა

BM.GE

პროექტ Grand Millennium Kobuleti-ს ფარგლებში KBK Development-მა და ნატახტარის აეროპორტმა მემორანდუმი გააფორმეს

პროექტ Grand Millennium Kobuleti-ს ფარგლებში KBK Development-მა და ნატახტარის აეროპორტმა მემორანდუმი გააფორმეს

BM.GE

სიძვირე და იშვიათობა – როგორ იქნება Porsche-ს ახალი სტრატეგია?

სიძვირე და იშვიათობა – როგორ იქნება Porsche-ს ახალი სტრატეგია?

BM.GE

ენერგეტიკის სექტორისთვის „ბიზნესი განათლებისთვის“ პლატფორმა შეიქმნა

ენერგეტიკის სექტორისთვის „ბიზნესი განათლებისთვის“ პლატფორმა შეიქმნა

BM.GE