
"გიორგი ზურაბაშვილმა მუშაობა ძალიან ეფექტურად დაიწყო" | პრემიერი
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნულმა გიორგი ზურაბაშვილმა მუშაობა ძალიან ეფექტურად დაიწყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ჩვენი მიზანია, ბუნებრივია, გავაძლიეროთ კომუნიკაციის არხი. სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ მათ შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები. მინდა გითხრათ, რომ ბატონმა გიორგი ზურაბაშვილმა მუშაობა უკვე ძალიან ეფექტურად დაიწყო და ამ მიმართულებით საქმიანობა გაგრძელდება. ეს ჩვენი საქმეა ბუნებრივია, სახელმწიფოს საქმეა. სახელმწიფო მუშაობს და ამ მუშაობას კონკრეტული, პრაქტიკული შედეგები ექნება", - ამბობს კობახიძე.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენაზე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართვა ქართული მხარისთვის საინტერესო არ არის.
"რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ჩვენი პოზიცია მკაფიოა. ამ ურთიერთობების აღდგენას სამწუხაროდ, კონკრეტული ბარიერი აქვს. თუ ეს ბარიერი აღარ იქნება ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მზად ვართ საუბრისთვის, მაგრამ დღემდე არსებობს ბარიერი და ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაა", - განაცხადა კობახიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge