
ნეთანიაჰუ ტრამპს ირანზე თავდასხმისკენ მოუწოდებს - Axios
Axios-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტს შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე ირანზე სამხედრო იერიშის განახლებისკენ მოუწოდებს.
როგორც მედია იტყობინება, დონალდ ტრამპს ამ ეტაპზე დიპლომატიური მოლაპარაკებების გაგრძელება სურს, თუმცა ნეთანიაჰუ ამ გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევს და აშშ-ის პრეზიდენტს შეტევის განხორციელებას სთხოვს.
ისრაელის ლიდერი მოწოდებების მიუხედავად, ამერიკის პრეზიდენტი თეირანთან მოლაპარაკებების განახლებას ცდილობს, თუმცა 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ სამხედრო ოპერაციების შესაძლო დაწყებისთვისაც ემზადება.
ოფიციალურ პოზიციას რაც შეეხება, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, დონალდ ტრამპს ირანზე დამატებითი დარტყმების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ თუ ამას პრეზიდენტი მოისურვებს, მაშინ შეიარაღებული ძალების იერიშის მიტანისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
რაც შეეხება თეირანის პოზიციას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განმარტებით, მხარეები განიხილავენ იმ წინადადებას, რომელიც ვაშინგტონის მხრიდან თეირანის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ჰორმუზის სრუტის ორ დღეში გახსნას ითვალისწინებს.
საერთო ჯამში, წყაროები მიუთითებენ, რომ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელთა უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, ტრამპი ირანის წინააღმდეგ იერიშების განახლების ბრძანებას გასცემს.
BM.GE
წყარო: bm.ge