მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გივი მიქანაძემ თურქმენ კოლეგასთან განათლების კუთხით კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილა
გივი მიქანაძემ თურქმენ კოლეგასთან განათლების კუთხით კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილა

გივი მიქანაძემ თურქმენ კოლეგასთან განათლების კუთხით კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილა

BM.GE16 ივლისი, 2026, 21:32|bm.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ შამირადოვიჩ გურბანგელდიევთან შეხვედრა გამართა.

როგორც განათლების სამინისტრო იტყობინება. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

"გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების ძირითადი მიმართულებები გააცნო და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის როგორც პროფესიული, ასევე სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებებით კავშირების გაღრმავებას და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს, მათ შორის, საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების პარტნიორობის გაფართოების საკითხზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე", - წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

31 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

31 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა | საიდან შემოგვაქვს?

საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა | საიდან შემოგვაქვს?

BM.GE

აგვისტოს მთავარი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში

აგვისტოს მთავარი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში

BM.GE

ნოტინგემ ფორესტი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს - კლუბებს შორის პირველი კონტაქტი შედგა

ნოტინგემ ფორესტი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს - კლუბებს შორის პირველი კონტაქტი შედგა

BM.GE