მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გლდანში, მდინარე ხევძმარაზე რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო - კახა კალაძე
გლდანში, მდინარე ხევძმარაზე რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო - კახა კალაძე

გლდანში, მდინარე ხევძმარაზე რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო - კახა კალაძე

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 18:37|bm.ge

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩა N58-ის მიმდებარედ რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კოლექტორის მოწყობა ღია ხევის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით განხორციელდება.

„გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩა N58-ის მიმდებარედ არსებული ღია ხევის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით, რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია მდინარე ხევძმარას კალაპოტში მდებარეობს, სადაც ზედაპირული წყლები ღია კალაპოტში მიედინება. არსებული მდგომარეობა გარკვეულ რისკებს ქმნის როგორც მიმდებარე ინფრასტრუქტურის, ისე ტერიტორიის უსაფრთხოების თვალსაზრისით. სპეციალისტების მიერ საკითხი დეტალურად იქნა შესწავლილი და არსებული რისკები შეფასდა. კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ღია ხევის დახურულ კოლექტორში მოქცევა აუცილებელია წყლის ნაკადების უსაფრთხოდ მართვისთვის, ინფრასტრუქტურის დასაცავად და მოსაწესრიგებლად“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, ღია ხევის ადგილზე მოეწყობა 200 მეტრი სიგრძის რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორი, რაც უზრუნველყოფს ზედაპირული წყლების უსაფრთხო და ორგანიზებულ გატარებას. ასევე, მოწესრიგდება ხევის ირგვლივ არსებული ტერიტორია და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის გახდება უსაფრთხო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • კახა კალაძე: მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბერს სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული მოხდა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება ქართული სახელმწიფოს ჰუმანური დამოკიდებულებაარუსთავი 2
  • არ გვაინტერესებს რაზე მსჯელობენ - კალაძე მინისტრების შეხვედრაზეტვ პირველი
  • კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთიმედი
  • კახა კალაძე ALDE-ს წერილზე: ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით?ფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთების სამშენებლო სამუშაოები 2027 წლის ბოლოს დაიწყება

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთების სამშენებლო სამუშაოები 2027 წლის ბოლოს დაიწყება

BM.GE

ადამიანებს სჭირდებათ არა ციფრებით მანიპულირება, არამედ რეალური შემოსავალი | დაჯი კოვზირიძე

ადამიანებს სჭირდებათ არა ციფრებით მანიპულირება, არამედ რეალური შემოსავალი | დაჯი კოვზირიძე

BM.GE

IMF-ის მიერ საქართველოს ეკ.ზრდის პროგნოზის ორჯერ გაზრდა, მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკითაა განპირობებული | მინისტრის მოადგილე

IMF-ის მიერ საქართველოს ეკ.ზრდის პროგნოზის ორჯერ გაზრდა, მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკითაა განპირობებული | მინისტრის მოადგილე

BM.GE

დიდმა ბრიტანეთმა რუსული რაკეტების მომმარაგებელ ნიდერლანდელ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსული რაკეტების მომმარაგებელ ნიდერლანდელ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა

BM.GE