"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" - კალაძე ბათუმში მომხდარ არეულობაზე
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე თბილისის მერმა კახა კალაძემ თურქულ "ბეშიქთაშსა" და ისრაელის ბეერ-შევას "ჰაპოელს" შორის გამართულ უეფას ევროპის ლიგის მატჩზე მომხდარი არეულობის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან. მე რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. იყო აგრესიული ჯგუფები, შეიძლება პროვოკაციებიც, თუმცა ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.
პირველად არ გვინახავს ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, სამწუხაროდ, ფეხბურთში ეს ხდება, მათ შორის ევროპულ ქვეყნებშიც. ევროპის ჩემპიონატების დროს არაერთი ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანო. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა", - განაცხადა თბილისის მერმა
