მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 22:29|bm.ge

საქართველოს ბანკი Global Finance-ის 2027 წლის SME Bank Awards-ის გამარჯვებულია. ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დასახელდა.

Global Finance-ის ყოველწლიური SME Bank Awards მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურე ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით აჯილდოებს. 2027 წლის დაჯილდოების პროგრამამ 80-ზე მეტ ქვეყანასა და 9 რეგიონში მოქმედი ბანკები გამოავლინა.

Global Finance-ის შეფასებისას ისეთ კრიტერიუმებს ითვალისწინებდა, როგორებიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების ცოდნა, პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება და შესაბამისობა, ინოვაცია, მომხმარებლის გამოცდილება, ასევე განხორციელებული ინიციატივებისა და მიღწეული შედეგების ხარისხი.

“მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დასახელება ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რადგან ეს აღიარება იმ მიდგომას ასახავს, რომლითაც 124 ათასზე მეტ აქტიურ მცირე და საშუალო ბიზნეს ვემსახურებით. ჩვენი მიზანია, მეწარმეებს არა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტებზე, არამედ ბიზნესის მართვისა და ზრდისთვის საჭირო სრულ ციფრულ ეკოსისტემაზე ჰქონდეთ წვდომა.

დღეს, საქართველოს ბანკში მეწარმეს შეუძლია დაფინანსების მისაღებად განაცხადი სრულად ციფრულად შეავსოს და ფინანსური რესურსი რამდენიმე წუთში მიიღოს. ციფრული სატენდერო გარანტიის მიღებაც უკვე 1 საათშია შესაძლებელი. ამასთან, ბაზარზე უნიკალური პლატფორმა, ბიზნეს მენეჯერი მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მართონ გადახდები, მიწვდნენ ახალ მომხმარებლებს და დაიწყონ საბანკო სერვისების ინტეგრაცია, ხოლო Business 360-ისა და სხვა ინიციატივების საშუალებით მათ ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ცოდნასა და შესაძლებლობებზე ვაძლევთ წვდომას. მადლობა ჩვენს გუნდს ამ შედეგებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ისეთი სერვისების შექმნას, რომლებიც მეწარმეებს დროს უზოგავს და ბიზნესის ზრდაში ეხმარება“, — აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკის ბიზნესპროდუქტებისა და ინიციატივების შესახებ ეწვიეთ ბმულს. https://bankofgeorgia.ge/ka/business

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სპეციალისტების დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები - რა უშლის ხელს ქართულ ბიზნესს 2026 წელს

სპეციალისტების დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები - რა უშლის ხელს ქართულ ბიზნესს 2026 წელს

BM.GE

საქართველოსა და ვიეტნამს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ვიეტნამს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE

საქართველოს ეროვნულ ბანკს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტზე შენიშვნები არ აქვს

საქართველოს ეროვნულ ბანკს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტზე შენიშვნები არ აქვს

BM.GE

ირაკლი კობახიძე ვიეტნამის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვიეტნამის პრეზიდენტს შეხვდა

BM.GE