
გოგა გულორდავამ "იმედიდან" და ელექტროსისტემიდან ხელზე ₾268 ათასზე მეტი ანაზღაურება მიიღო - დეკლარაცია
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალმა თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო, რომელიც გასულ წელს მიღებულ შემოსავლებს და ფინანსურ მდგომარეობას ასახავს.
გთავაზობთ დეკლარაციაში ასახული უძრავი და მოძრავი ქონების, საბანკო ანგარიშებისა და ოჯახის წევრების მიერ წლის განმავლობაში მიღებული ანაზღაურების დეტალებს.
კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 29 იანვარს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მან პოსტზე კახი ბექაური ჩაანაცვლა.
დეკლარაციის თანახმად, გოგა გულორდავას მეუღლე, ნათია მოლაშხია, შვილებთან და სხვა პირებთან თანასაკუთრებაში ფლობს უძრავ ქონებას თბილისში, რომელიც ჩუქების ფორმით აქვს მიღებული
• ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე (საერთო ფართობი 153,5 კვ.მ) - ნათია მოლაშხია ფლობს 33%-იან წილს, ხოლო თანამესაკუთრეები არიან ანასტასია გულორდავა (33%), ნინო გულორდავა, ელდარ მილდიანი, სანდრო ღვინჯილია, მარიამ გულორდავა, დავით ლატარია და გიორგი ლატარია. • არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე (საერთო ფართობი 4799 კვ.მ, შენობა-ნაგებობები N1, N2) — ნათია მოლაშხია ფლობს 2,1%-იან წილს, ხოლო შვილი ანასტასია გულორდავა 2,2%-ს. შენიშვნის სახით მითითებულია, რომ ოჯახის წევრების საკუთრებაშია ზემოაღნიშნულ შენობა-ნაგებობებში 105 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.
ნათია მოლაშხიას საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Mazda 3 (2022 წლის გამოშვება), რომელიც 2025 წლის 27 მარტს ნასყიდობის ხელშეკრულებით არის შეძენილი 11 000 აშშ დოლარად. სხვა ავტომობილი ოჯახის არცერთ წევრზე რეგისტრირებული არ არის.
დეკლარაციის შევსების მომენტში ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდებოდა შემდეგი ნაშთები:
გოგა გულორდავა: