მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიის გამო დაკავებულ მძღოლს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გომის მთაზე მომხდარი ავარიის გამო დაკავებულ მძღოლს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გომის მთაზე მომხდარი ავარიის გამო დაკავებულ მძღოლს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

BM.GE15 აგვისტო, 2026, 01:41|bm.ge

პროკურატურამ გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რასაც 4 ტურისტი ემსხვერპლა", ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზის მე-16 კილომეტრზე მოძრაობისას, მიკროავტობუსის მძღოლმა რომელსაც არ ქონდა ამ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია და რომელსაც მიუხედავად ამისა უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, გადავარდა ხევში და შეეჯახა ხეს. შედეგად ავტომობილის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო მიკროავტობუსის 16 მგზავრმა მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულ მძღოლს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მომხდარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დროს მომხდარი თაღლითობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირიიმედი
  • "დრო ტკივილს არ კურნავს" - შინდისის ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრები 18 წლის წინ მომხდარს იხსენებენრუსთავი 2
  • აშშ კვლავაც გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობასნეტგაზეთი
  • “ფეთქებადი“ საჩუქარი გენერლისთვის - მოსკოვში მომხდარ აფეთქებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილიტვ პირველი
მომხდარი →დაკავებული →პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

გომის მთაზე მომხდარი ავარიის გამო დაკავებულ მძღოლს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გომის მთაზე მომხდარი ავარიის გამო დაკავებულ მძღოლს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

BM.GE

II კვარტალში, “რუსთავი 2”-მა "იმედზე" მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღო - რეიტინგი

II კვარტალში, “რუსთავი 2”-მა "იმედზე" მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღო - რეიტინგი

BM.GE

II კვარტალში ბათუმში ბინის გაყიდვები 4%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

II კვარტალში ბათუმში ბინის გაყიდვები 4%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

BM.GE

“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად

“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად

BM.GE