მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Google-ის აქციების ფასი კვარტალური მოლოდინების გაცრუების შემდეგ 10%-ით დაეცა
Google-ის აქციების ფასი კვარტალური მოლოდინების გაცრუების შემდეგ 10%-ით დაეცა

Google-ის აქციების ფასი კვარტალური მოლოდინების გაცრუების შემდეგ 10%-ით დაეცა

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 02:37|bm.ge

ამერიკული ტექ-გიგანტისა და Google-ის მფოლები Alphabet-ის შემოსავალი 2026 წლის მესამე კვარტალში წლიურად 25%-ით, $127.58 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $128.22 მილიარდს ჩამორჩა.

კომპანიის ანგარიშის თანახმად, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში წმინდა მოგებამ $34.98 მილიარდი შეადგინა, ამჯერად მაჩვენებელი $26.17 მილიარდამდე შემცირდა. ანალიტიკოსების ვარაუდებს ჩამორჩა ერთ აქციაზე კორექტირებული მოგებაც და $3.02-ის მაგივრად $2.67 შეადგინა.

რაც შეეხება კონკრეტულ სეგმენტებს, Google Cloud-ის შემოსავალი წლიურად 103%-ით გაიზარდა, $30.7 მილიარდს გაუტოლდა და ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $28.7 მილიარდს გადააჭარბა. Google Cloud-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თომას კურიანმა განაცხადა, რომ კომპანია ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიების, ფინანსური ინსტიტუტებისა და მსხვილი საწარმოების მხრიდან განსაკუთრებულ მოთხოვნას ხედავს.

რაც შეეხება საძიებო სისტემის მიმართულებას, ამ მხრივ შემოსავალი 12%-ით, $63.35 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა ჩამორჩა საპროგნოზო მაჩვენებელს, რომელიც $64.96 მილიარდს შეადგენდა.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განხორციელებულმა ინვესტიციებმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საძიებო მოთხოვნების ყველაზე მაღალი ზრდა უზრუნველყო, ხოლო აპლიკაცია Gemini-ს მომხმარებელთა რაოდენობამ ერთ მილიარდს გადააჭარბა.

როგორც ირკვევა, კომპანიის ფინანსურ შედეგებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა ინფრასტრუქტურულმა დანახარჯებმა და საინვესტიციო ზარალმა მოახდინა. Amazon-ისა და Meta-ს შემდეგ თავისუფალი ფულადი ნაკადების მხრივ მინუსში გავიდა Alphabet-იც, რომლის მაჩვენებლებმაც $9.07 მილიარდი შეადგინა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები მხოლოდ $2.70 მილიარდის უარყოფით შედეგს ელოდნენ.

საყურადღებო ფაქტია ისიც, რომ კომპანიის გრძელვადიანი ვალი, გასული წლის $21.6 მილიარდთან შედარებით, 479%-ით გაიზარდა და $125.1 მილიარდი შეადგინა.

რაც შეეხება კაპექსებსა და სამომავლო გეგმებს, მიმდინარე წლისთვის Alphabet-მა კაპიტალური დანახარჯების პროგნოზი $195-205 მილიარდის ფარგლებში შეინარჩუნა, ხოლო 2027 წელს ხარჯების $300 მილიარდამდე გაზრდა დააანონსა. კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ანატ აშკენაზიმ ანალიტიკოსებთან საუბრისას განმარტა, რომ მენეჯმენტი 2027 წელს კაპიტალური დანახარჯების არსებით ზრდას კვლავ ელის.

საყურადღებოა, რომ ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Alphabet-ის აქციების ფასი 10%-ით დაეცა და ერთ აქციაზე კლებამ $32.39 შეადგინა.

ცნობისთვის, Alphabet-მა შემოსავლებისა და მოგების საპროგნოზო მაჩვენებლების მხრივ ანალიტიკოსების მოლოდინები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად გააცრუა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Azure-ის 48%-იანი ზრდის ფონზე, Microsoft-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა

Azure-ის 48%-იანი ზრდის ფონზე, Microsoft-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა

BM.GE

რატომ გაიზარდა Oracle-ის აქციების ფასი 11%-ით?

რატომ გაიზარდა Oracle-ის აქციების ფასი 11%-ით?

BM.GE

eBay-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და ანალიტიკოსების მოლოდინები მორიგ ჯერზე გაამართლა

eBay-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და ანალიტიკოსების მოლოდინები მორიგ ჯერზე გაამართლა

BM.GE

Samsung-ის მესამე კვარტალის საოპერაციო მოგება 783%-ით გაიზარდა

Samsung-ის მესამე კვარტალის საოპერაციო მოგება 783%-ით გაიზარდა

BM.GE