მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Google, Microsoft და xAI ამერიკის მთავრობას AI-მოდელებს საჯაროდ წარდგენამდე გაუზიარებენ
Google, Microsoft და xAI ამერიკის მთავრობას AI-მოდელებს საჯაროდ წარდგენამდე გაუზიარებენ

Google, Microsoft და xAI ამერიკის მთავრობას AI-მოდელებს საჯაროდ წარდგენამდე გაუზიარებენ

BM.GE7 მაისი, 2026, 05:00|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები Google-ი, Microsoft-ი და xAI საკუთარ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე მოდელებს, მათ ოფიციალურ გამოქვეყნებამდე, აშშ-ის მთავრობას გააცნობენ.

სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, პარტნიორობა კიბერუსაფრთხოების საფრთხეების პრევენციას ისახავს მიზნად. ხელშეკრულება აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტს საშუალებას მისცემს, ახალი მოდელების გავლენა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე წინასწარ შეაფასოს.

კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კომპანია Anthropic-ის ახალმა მოდელმა, სახელწოდებით Mythos-მა, კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული რისკები კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა. მწარმოებლის განცხადებით, დასახელებული მოდელი სხვა ანალოგებს შესაძლებლობებით მნიშვნელოვნად უსწრებს, რის გამოც კომპანიამ მისი საჯარო გავრცელება შეაჩერა.

პარალელურად, თეთრი სახლი ექსპერტთა ჯგუფთან კონსულტაციებს ახალი მოდელების სამთავრობო რევიზიის პროცესის დასანერგად იწყებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სახელმწიფო უწყებებს ტექნოლოგიურ კომპანიებთან შედარებით მცირე ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვთ, რაც მოდელების დამოუკიდებელ ტესტირებას აფერხებს.

ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის რეგულირების მიმართულებით თეთრი სახლის მკაცრი პოზიცია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომისგან რადიკალურად განსხვავდება. ამ დროისთვის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი ოფიციალური გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ პრეზიდენტი გააჟღერებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE