მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილ 3-კილომეტრიან, ვადაგადაცილებულ მონაკვეთზე მუშაობა გრძელდება
გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილ 3-კილომეტრიან, ვადაგადაცილებულ მონაკვეთზე მუშაობა გრძელდება

გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილ 3-კილომეტრიან, ვადაგადაცილებულ მონაკვეთზე მუშაობა გრძელდება

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 16:18|bm.ge

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალის დარჩენილი 3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესის შესახებ. უწყების თანახმად საინჟინრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა არაა დაკონკრეტებული თუ როდის გაიხსნება გზის ეს მონაკვეთი.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ამ გზის დასრულებისთვის ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში მინისტრმა რევაზ სოხაძემ კონტრაქტორს ერთთვიანი ვადა მისცა, თუმცა ერთი წლის გასვლის შემდეგაც გზა ისევ დაუსრულებელია.

საუბარია კომპანია Polat Yol-ზე, რომელთანაც 228 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო ხელშეკრულება 2018 წლის 3 დეკემბერს გაფორმდა. კონტრაქტის თანახმად, მას სამუშაოები 24 თვის ვადაში, ანუ 2020 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა.

კომპანიას სულ 14-კილომეტრიანი გზა უნდა აეშენებინა, საიდანაც 5 კილომეტრი 2022 წელს გაიხსნა, 2023 წელს კი დამატებით 6 კილომეტრი, თუმცა კონტრაქტორს გზის ყველაზე რთული მონაკვეთი ამ დრომდე არ აქვს დასრულებული, რაც მდინარე სუფსაზე ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. 2025 წლის წლის დასაწყისში გაირკვა, რომ კომპანიას დასაქმებულთა წინაშე სახელფასო დავალიანება ჰქონდაც ჰქონდა, ხოლო სამუშაოთა ტემპი გეგმას კრიტიკულად ჩამოუვარდებოდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ Polatyol-მა გზის კიდევ ერთი პროექტი - ბათუმის შემოვლითი მაგისტრალიც მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით ააშენა. 330-მილიონიანი 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტი 2017 წლის აგვისტოში გაფორმდა და ის 4-წლიანი ვადაგადაცილებით, მხოლოდ 2024 წლის ოქტომბერში გაიხსნა.

გრიგოლეთი-ქობულეთის გზის დარჩენილი მონაკვეთის რუკა:

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Type 01:  „იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა

Type 01:  „იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა

BM.GE

საპენსიო ფონდის ზომამ ₾10.1 მილიარდს გადააჭარბა - რომელი პორტფელია ყველაზე შემოსავლიანი?

საპენსიო ფონდის ზომამ ₾10.1 მილიარდს გადააჭარბა - რომელი პორტფელია ყველაზე შემოსავლიანი?

BM.GE

საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა - რიგ გასამართ სადგურებზე ევრორეგულარის ფასი 4 ლარს აჭარბებს

საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა - რიგ გასამართ სადგურებზე ევრორეგულარის ფასი 4 ლარს აჭარბებს

BM.GE

გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ₾1.5 მილიონზე მეტი დაიხარჯება

გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ₾1.5 მილიონზე მეტი დაიხარჯება

BM.GE