მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ₾1.5 მილიონზე მეტი დაიხარჯება
გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ₾1.5 მილიონზე მეტი დაიხარჯება

გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ₾1.5 მილიონზე მეტი დაიხარჯება

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 16:03|bm.ge

გურიის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დამშრობი სისტემების გამართული ფუნქციონირების მიზნით, 2026-2027 წლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხზე, უკვე დასრულდა ხიდის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 547 887 ლარი შეადგინა.

ამავე არხზე დაგეგმილია საავტომობილო ხიდის მოწყობა. პროექტის ღირებულება 507 092 ლარია, სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება.

მიმდინარე წელს კიდევ ერთი კაპიტალური პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერეკძელა-კაპროვანის (შეკვეთილის) მასივის დამშრობ სისტემაზე. პროექტის ღირებულება 485 884 ლარს შეადგენს.

"კაპიტალურ პროექტებთან ერთად, 2026 წელს გურიის რეგიონში საექსპლუატაციო ღონისძიებებიც მიმდინარეობს. იწმინდება კოლექტორული და შემკრები არხები, წესრიგდება და ახლით იცვლება ჰიდროტექნიკური ნაგებობები და სხვა ინფრასტრუქტურული ერთეულები.

განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები გააუმჯობესებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს დამშრობი სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებას, რაც ტერიტორიების დატბორვის რისკებს შეამცირებს", - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 142 სტატია.

  • მერი არ არის გამომძიებელი — კახა კალაძე 41 მილიონის მითვისების საქმეზენეტგაზეთი
  • კალაძე მეტროს ტენდერიდან 41 მილიონის მითვისების საქმეზე: დაუსჯელი არავინ დარჩებაფორმულა
  • მეტროს 41 მილიონის სავარაუდო მითვისებაში ბრალდებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მერიის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდატვ პირველი
  • არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 2,6 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს​რუსთავი 2
მილიონის →

მსგავსი სტატიები

გენერაციის შეზღუდვა ინვესტორებისთვის ძალიან მძიმე გზავნილია - გიორგი აბრამიშვილი

გენერაციის შეზღუდვა ინვესტორებისთვის ძალიან მძიმე გზავნილია - გიორგი აბრამიშვილი

BM.GE

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც სუროგაციას გეგმავდნენ? - კირცხალიას პასუხი

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც სუროგაციას გეგმავდნენ? - კირცხალიას პასუხი

BM.GE

სუროგაციის აკრძალვამ არ უნდა შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა - მიქელაძე

სუროგაციის აკრძალვამ არ უნდა შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა - მიქელაძე

BM.GE

კირცხალია განმარტავს, რატომ მოუხსნეს დაცვა მამუკა მდინარაძეს

კირცხალია განმარტავს, რატომ მოუხსნეს დაცვა მამუკა მდინარაძეს

BM.GE