მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა

BM.GE19 მაისი, 2026, 18:22|bm.ge

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე იორთან ახლოს მდებარე ფერმაში, ცოფის შემთხვევა დადასტურდა. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ ფერმაში 1 000 სული წვრილფეხა და 17 სული მსხვილფეხა საქონელი, ასევე 2 ცხენი და 6 ძაღლია განთავსებული. არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 მაისს ერთ-ერთმა ძაღლმა, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა, ხუთი ძაღლი, ერთი ცხვარი და ერთი სული მსხვილფეხა საქონელი დაკბინა.

ცხოველი რამდენიმე დღეში მოკვდა, რის შემდეგაც პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად (გამოცდის ოქმი N3668), ძაღლს ცოფის დიაგნოზი ოფიციალურად დაუდასტურდა.

ადგილზე ჩატარებული მოკვლევით გაირკვა, რომ ფერმაში მყოფი ცხოველები ცოფის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული არ იყვნენ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო, არავაქცინირებულ ცხოველებს დაუყოვნებლივ ჩაუტარდებათ ვაქცინაცია და მფლობელის პასუხისმგებლობით მათზე 6-თვიანი ზედამხედველობა დაწესდება.

დაინფიცირებულ კერასა და მიმდებარე ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები დაიწყო, რაც მოიცავს:

• დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას; • ტერიტორიის დეზინფექციას; • ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვას; • ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე მკაცრ ზედამხედველობას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE