მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გურჯაანში "ღვინის ქალაქის" მშენებლობის პროექტირებაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა|მიზეზი
გურჯაანში "ღვინის ქალაქის" მშენებლობის პროექტირებაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა|მიზეზი

გურჯაანში "ღვინის ქალაქის" მშენებლობის პროექტირებაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა|მიზეზი

BM.GE4 ივნისი, 2026, 10:54|bm.ge

გურჯაანში “ღვინის ქალაქის” მშენებლობის პროექტირებაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. წინა კონკურსი მუნიციპალური განვითარების ფონდმა აპრილის დასაწყისში გამოაცხადა და მასში ხუთმა კომპანიამ წარადგინა წინადადება, თუმცა, სატენდერო ოქმის თანახმად, კონკურსის შერჩევა/შეფასების ეტაპზე გამოვლინდა საკონკურსო დოკუმენტაციის დამატებითი დაზუსტებისა და გადასინჯვის აუცილებლობა.

ხელახალი კონკურსი კი 2 ივნისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 1 ივლისს დაიწყება და 6 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 455 000 ლარია. პროექტი ეხება მუზეუმისა და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტულ კომპლექსს - „ღვინის ქალაქს”. საკადასტრო მონაცემების თანახმად, საუბარია პროექტის 22,174 კვ,მ ფართობის ტერიტორიაზე განხორციელებაზე.

"პროექტების მიზანია შეიქმნას მრავალფუნქციური ცენტრი, რომელიც ერთდროულად ხელს შეუწყობს ქართული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას, ინოვაციური კვლევების მხარდაჭერას და რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

გურჯაანის „ღვინის ქალაქში“ მოეწყობა საგანმანათლებლო, მუდმივმოქმედი და დროებითი საგამოფენო სივრცეები, საკონსერვაციო ლაბორატორია და ფონდსაცავი, სპეციალიზებული ბიბლიოთეკა და ენოთეკა, დეგუსტაციის დარბაზი და გასტრონომიული სივრცეები,საზოგადოებრივი და რეკრეაციული ზონები, ასევე, HoReCa და სხვა კომერციული ერთეულები. ეზოს ნაწილი იქნება ვაზის ჯიშების საჩვენებელი კოლექცია, რომელიც მჭიდროდ დაუკავშირდება კომპლექსის თემატიკას.

საკონკურსო კომისიაზე წარდგენილი იყო, ასევე, ახტალის პარკის მოწყობის ექვსი არქიტექტურული კონცეფცია. პროექტები ითვალისწინებს ბალნეოლოგიური თვისებებით გამორჩეულ პარკში ბუნებრივ გარემოსთან თავსებადი, თანამედროვე გარემოს შექმნას, ასევე, პარკის ტერიტორიის ფუნქციურ ზონირებას და საბავშვო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეების დაგეგმვას", - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შესყიდვებიდან გამორიცხული იქნება კორუფციული გარიგებები - ირაკლი კობახიძე

შესყიდვებიდან გამორიცხული იქნება კორუფციული გარიგებები - ირაკლი კობახიძე

BM.GE

[მესტიაში მაინინგზე] ვიქტორ ჯაფარიძესაც ვესაუბრეთ და ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება - კობახიძე

[მესტიაში მაინინგზე] ვიქტორ ჯაფარიძესაც ვესაუბრეთ და ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება - კობახიძე

BM.GE

კობახიძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არაფერი გვიკითხავს|რუბიო: გვკითხეს, რა არის საჭირო უკეთესი ურთიერთობისთვის

კობახიძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არაფერი გვიკითხავს|რუბიო: გვკითხეს, რა არის საჭირო უკეთესი ურთიერთობისთვის

BM.GE

კრედო ბანკსა და EBRD-ს შორის, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული 40 მილიონი დოლარის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა

კრედო ბანკსა და EBRD-ს შორის, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული 40 მილიონი დოლარის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა

BM.GE