მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ქართულმა კომპანიებმა დიდ საერთაშორისო ტენდერებში მიიღეს მონაწილეობა - მინისტრი
გვაქვს შემთხვევები, როდესაც ქართულმა კომპანიებმა დიდ საერთაშორისო ტენდერებში მიიღეს მონაწილეობა - მინისტრი

გვაქვს შემთხვევები, როდესაც ქართულმა კომპანიებმა დიდ საერთაშორისო ტენდერებში მიიღეს მონაწილეობა - მინისტრი

BM.GE27 ივლისი, 2026, 17:45|bm.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სატენდერო პირობებში რამდენიმე თვის წინ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის მეტი შესაძლებლობა მიეცათ.

BM.GE დაინტერესდა, ექნებათ თუ არა ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ტენდერებში ჩართვის შესაძლებლობა და უკვე თუ ჩანს ამის შედეგი მიმდინარე ტენდერებში.

რევაზ სოხაძის თქმით, ცვლილებების შემდეგ ქართულმა კომპანიებმა და კონსორციუმებმა საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობა უკვე დაიწყეს, თუმცა ამ ეტაპზე გამარჯვებული ჯერ არ ჰყავთ.

„ჩვენ მიერ რამდენიმე თვის წინ სატენდერო პირობებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ქართულ კომპანიებს ამის შესაძლებლობა გაუჩნდათ. უკვე გვაქვს შემთხვევები, როდესაც დიდ საერთაშორისო ტენდერებში ქართულმა კომპანიებმა და ქართულმა კონსორციუმებმა მონაწილეობა მიიღეს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ მიმართულებით გამარჯვებული არ გვყავს, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს შეიცვალოს. არაერთხელ მითქვამს, რომ ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბება ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა და მიზანია, რომლის მიღწევაც გვინდა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

შეგახსენებთ, დღეს 27 ივლისს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) თანაორგანიზებით საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ინფრასტრუქტურის სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები განიხილეს. შეხვედრის მთავარი თემები იყო ფასების ინდექსაციის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, სამშენებლო რესურსებისა და შრომის სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულებები, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Galt & Taggart მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 8.25%-ზე დატოვებას ელოდება

Galt & Taggart მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 8.25%-ზე დატოვებას ელოდება

BM.GE

BP და ქუვეითის სუვერენული ფონდი მზის ენერგეტიკის ბიზნესის გაყიდვაზე შეთანხმებას უახლოვდება

BP და ქუვეითის სუვერენული ფონდი მზის ენერგეტიკის ბიზნესის გაყიდვაზე შეთანხმებას უახლოვდება

BM.GE

„საქართველო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება“ - "რია თრეველ ჯორჯია" დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე

„საქართველო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება“ - "რია თრეველ ჯორჯია" დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე

BM.GE

ინფლაციური რისკების დაზღვევა და ხარჯების კომპენსაცია - რა შენიშვნები აქვს მშენებლეთა ასოციაციას ინდექსაციაზე?

ინფლაციური რისკების დაზღვევა და ხარჯების კომპენსაცია - რა შენიშვნები აქვს მშენებლეთა ასოციაციას ინდექსაციაზე?

BM.GE