მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გვინდა, კასპისა და იაპონიის ერთ-ერთი ქალაქის დაძმობილება…|ირაკლი მეზურნიშვილი
გვინდა, კასპისა და იაპონიის ერთ-ერთი ქალაქის დაძმობილება…|ირაკლი მეზურნიშვილი

გვინდა, კასპისა და იაპონიის ერთ-ერთი ქალაქის დაძმობილება…|ირაკლი მეზურნიშვილი

BM.GE12 ივნისი, 2026, 22:44|bm.ge

კასპის მუნიციპალიტეტსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრული კავშირები, ორმხრივი თანამშრომლობა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება - კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ეს თემები განიხილეს დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩ იშიძუკა ჰიდეკიმ.

შეხვედრას პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილიც ესწრებოდა. “გვინდა, კასპისა და იაპონიის ერთ-ერთი ქალაქის დაძმობილება… ", - უთხრა bm.ge-ის “ოცნების” დეპუტატმა.

კასპში ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩი კასპის ტექნოპარკს და პროფესიულ კოლეჯს ეწვია.

ირაკლი მეზურნიშილის თქმით, იაპონიის ელჩს კასპის ტექნოპარკი და კოლეჯი ძალიან მოეწონა და შესაძლოა, სამომავლოდ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, სხვადასხვა აქტივობა დაგეგმოს.

“ზოგადად, იაპონიასთან აქტიურად ვმუშაობთ. საელჩოსთან და ელჩთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და განვიხილავთ კასპისა და იაპონიის ერთ-ერთი ქალაქის დაძმობილების საკითხს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ეს ორი ქალაქი ერთმანეთს დავუკავშიროთ.

პირველ რიგში, გვინდა, ახალგაზრდებს შორის შედგეს კონტაქტი. უახლოეს პერიოდში სწორედ ამ აქტივობას ვაორგანიზებთ - კასპელი და იაპონელი ახალგაზრდები ერთმანეთს ონლაინ ჩაერთვებიან. ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ პრეზენტაციებს საკუთარი ქვეყნებისა და ქალაქების შესახებ, რაც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო აქტივობა იქნება”, - ამბობს დეპუტატი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

BM.GE

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE