მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გზების დეპარტამენტმა გურჯაანი-კაბალის ₾24-მილიონიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა
გზების დეპარტამენტმა გურჯაანი-კაბალის ₾24-მილიონიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა

გზების დეპარტამენტმა გურჯაანი-კაბალის ₾24-მილიონიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა

BM.GE4 მაისი, 2026, 19:40|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ეს მოიცავდა გზის 0-5 კმ-ის; 6-18 კმ-ის და 19-29.6 კმ-ის მონაკვეთების რეაბილიტაციას, რომელთა საერთო სიგრძეც 29.6 კილომეტრს შეადგენდა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სოფელ ჭაბუკიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. გზა ქალაქ გურჯაანის ჩრდილო-აღმოსავლეთით იწყება, სოფელ ჭაბუკიანზე გადის და ამავე სოფლის აღმოსავლეთით მთავრდება.

პროექტის ფარგლებში სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა: გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ახალი წყალგამტარი მილები, გაბიონის ქვედა საყრდენი კედელი, მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. ასევე, დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა ერთი ხიდიც.

განახლებული გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობებს და უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და კომფორტულ სატრანსპორტო კავშირს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 24.4 მილიონი ლარი შეადგინა.

საგზაო მონაკვეთებზე ხელშეკრულებები 2023 და 2024 წლებში გაფორმდა და მათი დასრულება 2025 წლის აგვისტომდე იყო გათვალისწინებული, თუმცა საბოლოოდ გზის რეაბილიტაცია 2026 წლის აპრილში დასრულდა. უფრო დეტალურად, 0-5 კმ-ის რეაბილიტაციაზე მუშაობდა შპს ქეი ქონსთრაქშენი, რომელთანაც 5.3 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი იყო გაფორმებული; 6-18 კმ-ის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე მუშაობდა შპს გზამშენი-2005, რომელთანაც 8.7 მლნ ლარის ხელშეკრულება იყო გაფორმებული, 19-29.6 კმ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე კი მუშაობდა კომპანია ჯიარჯი, რომელთანაც 9.2 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება იყო გაფორმებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE