მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გზების მოვლის სახელმწიფო კომპანია პირველ ეტაპზე გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან მონაკვეთს მართავს
გზების მოვლის სახელმწიფო კომპანია პირველ ეტაპზე გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან მონაკვეთს მართავს

გზების მოვლის სახელმწიფო კომპანია პირველ ეტაპზე გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან მონაკვეთს მართავს

BM.GE9 ივნისი, 2026, 11:58|bm.ge

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტით, რომლის დაფუძნებასაც მთავრობა გეგმავს პირველ ეტაპზე გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მოვლა-შენახვის და მართვის სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული კომპანიის მოვალეობა იქნება მუდმივი მონიტორინგი და სხვადასხვა ისეთი პროცესების პრევენცია, რომლებსაც პოტენციურად საგზაო მოძრაობის შეფერხების გამოწვევა ან გზის, ხიდების, გვირაბების ოპერირების უწყვეტობის შეფერხების გამოწვევა შეუძლია.

ინიციატივა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პარლამენტს გუშინ, 5 ივნისს წარუდგინა. უწყება მის დაჩქარებული წესით დამტკიცებას ითხოვს. თავად კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო კომპანიამ საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები უნდა ჩაატაროს, თუმცა როგორც დღეს ირკვევა თავდაპირველ ეტაპზე კომპანიის კომპეტენციაში მხოლოდ გორი-არგვეთას მონაკვეთი იქნება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ყველაზე რთულ და ძვირადღირებულ რიკოთის მონაკვეთსაც მოიცავს.

ახალი კომპანიის დაფუძნებისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო 63 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 119 ერთეული მძიმე ტექნიკის შეძენაზე და დასაქმებულთა ხელფასებზე დაიხარჯება. სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, ახალ სახელმწიფო კომპანიაში 163 ადამიანი დასაქმდება.

"განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის E60 გორი-არგვეთა მონაკვეთს, რომლის სიგრძე შეადგენს 105 კილომეტრს და მოიცავს 138 ხიდსა და 59 გვირაბს.

აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ძირითად კომპონენტს და თავისი ფუნქციური დატვირთვით წარმოადგენს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის ხერხემალს, რომლის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასა და სატრანზიტო პოტენციალს. არსებული მოდელი, რომელიც ეფუძნება მომსახურების მრავალ კონტრაქტორზე გადანაწილებას, უზრუნველყოფს გზების მოვლა-შენახვის პროცესის განხორციელებას, თუმცა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის გაზრდილი საინჟინრო გადაწყვეტების პირობებში იკვეთება ოპერაციული პროცესების უფრო კოორდინირებული და ინტეგრირებული მართვის საჭიროება. მიუხედავად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებისა, არსებული მოდელი სრულად ვერ ჰპასუხობს თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის მოთხოვნებს და საჭიროებს სისტემურ გაუმჯობესებას", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„პორშე ცენტრი თბილისი“ წიგნის „ჩიკატაის ამბავი“ პირველი გამოცემის მხარდამჭერია

„პორშე ცენტრი თბილისი“ წიგნის „ჩიკატაის ამბავი“ პირველი გამოცემის მხარდამჭერია

BM.GE

გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა

გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა

BM.GE

გზების დეპარტამენტში შეიქმნება სამსახური, რომელიც [გზაზე პირუტყვის გადასვლის] შემთხვევების პრევენციასაც უზრუნველყოფს

გზების დეპარტამენტში შეიქმნება სამსახური, რომელიც [გზაზე პირუტყვის გადასვლის] შემთხვევების პრევენციასაც უზრუნველყოფს

BM.GE

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა - ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6,048 ლარია

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა - ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6,048 ლარია

BM.GE