მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჰანიველ ცემენტი" დასავლეთ საქართველოში ახალი ქარხნის მშენებლობას გეგმავს - კომპანიის დირექტორი
"ჰანიველ ცემენტი" დასავლეთ საქართველოში ახალი ქარხნის მშენებლობას გეგმავს - კომპანიის დირექტორი

"ჰანიველ ცემენტი" დასავლეთ საქართველოში ახალი ქარხნის მშენებლობას გეგმავს - კომპანიის დირექტორი

BM.GE15 მაისი, 2026, 19:50|bm.ge

"ჰანიველ ცემენტი" დასავლეთ საქართველოში ახალი ქარხნის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა დავით ჯუღაშვილმა კასპში, კომპანიის ახალი პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც კლინკერის წარმოებისა და ცემენტის დაფქვის თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს.

“უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დასავლეთ საქართველოში ახალი ქარხნის მშენებლობის ინიციირებას და რა თქმა უნდა, გაგრძელდება ბეტონის ქარხნების ქსელის განვითარებაც”, - განაცხადა ჯუღაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ახალი ქარხნების მშენებლობის ვადები და ინვესტიციები. ასევე, სად იგეგმება კონკრეტულად.

ცნობისთვის, “ქართული ცემენტი” ამ დროისთვის ფლობს ბეტონის ქარხნებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, კაჭრეთში, თელავში, რუსთავში, ყვარელში, ბორჯომში, ფოთში. ასევე ცემენტის ქარხანას კასპში, რუსთავში და ფოთში და ცემენტის წისქვილს ფოთში.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ცემენტის” ბრენდი საქართველოში 2024 წლიდან მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2024 წელს გერმანული “ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოს ბაზრიდან გავიდა. "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" კი ოფიციალურად "ქართული ცემენტი" გახდა, რომელიც ბაზარზე "ჰანიველ ცემენტის" ბრენდით ოპერირებს.

ამ დროისთვის “ქართული ცემენტის” 45.45%-იან წილს ფლობს ბიზნესმენი ირაკლი რუხაძის Hunnewel Partners-ი. ამავე კომპანიის 44.55%-ის წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "თანაინვესტირების ფონდი".

"ქართული ცემენტის" 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის რეალიზაცია 17%-ით, 659 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი თითქმის გაორმაგდა და 189 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიის აქტივები 627 მილიონ ლარს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE