
ჰარვარდის უნივერსიტეტი მოპარული სხეულის ნაწილების სკანდალის გამო $53 მილიონს გადაიხდის
ბოსტონის შტატის სასამართლომ ჰარვარდის უნივერსიტეტსა და დაზარალებულებს შორის 53 მილიონი დოლარის ოდენობის საპროცესო გარიგებას წინასწარი თანხმობა უკვე გამოუცხადა. უპრეცედენტო კომპენსაცია სამედიცინო სკოლის მორგის ყოფილი მენეჯერის, სედრიკ ლოჯის მიერ ჩადენილ დანაშაულს უკავშირდება. გამოძიების თანახმად, ის 2018 წლიდან, კვლევებისთვის განკუთვნილი ადამიანების სხეულის ნაწილებს ფარულად იპარავდა და შემდგომში სხვადასხვა შტატში ყიდდა.
ლოჯი თანამდებობიდან 2023 წელს გაათავისუფლეს და დეკემბერში, დანაშაულის აღიარების საფუძველზე, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მის მეუღლესა და თანამზრახველს, დენისს, ერთწლიანი პატიმრობა ხვდა წილად.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ხელმძღვანელობამ მომხდარს "სამედიცინო საზოგადოების ღირებულებების უხეში ღალატი" უწოდა და განმარტა, რომ საზიანო ხანგრძლივი სასამართლო დავების თავიდან ასაცილებლად შექმნილი ფონდებიდან თანხის განაწილების პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება.
ფინანსურ კომპენსაციასთან ერთად, უნივერსიტეტი დაზარალებულ ოჯახებს დონაციის პროგრამაში შეტანილი უსაფრთხოების ცვლილებების შესახებ ოფიციალურ ანგარიშს წარუდგენს. გარდა ამისა, 2027-2028 აკადემიური წლიდან, დონორთა ხსოვნის პატივსაცემად, უნივერსიტეტში ყოველწლიური სასტიპენდიო პროგრამაც დაარსდება.
BM.GE
წყარო: bm.ge