მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზი დროებით გაიხსნება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია - ჰეგსეთი
ჰორმუზი დროებით გაიხსნება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია - ჰეგსეთი

ჰორმუზი დროებით გაიხსნება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია - ჰეგსეთი

BM.GE5 მაისი, 2026, 22:39|bm.ge

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მისია დროებით ხასიათს ატარებს. პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სრუტის გახსნის პროცესში მოკავშირეების ჩართულობას ელოდება და პასუხისმგებლობას მათ უახლოეს მომავალში გადააბარებს.

ჰეგსეთმა ხაზგასმით განმარტა, რომ აშშ-ის ძალებმა რეგიონში მძლავრი თავდაცვითი სისტემა შექმნეს, რაც სხვა ქვეყნებისთვის კომერციული ნავიგაციის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. მისი განმარტებით, აღნიშნული ოპერაცია დამოუკიდებლად მიმდინარეობს და ირანთან ომის, ე.წ. ეპიკური რისხვის ნაწილი არ არის.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ირანთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ თეირანმა აშშ-ის ძალებზე თავდასხმები განახორციელა. პიტ ჰეგსეთის თქმით, მას შემდეგ, რაც ზავი გამოცხადდა, ირანმა კომერციულ გემებს ცეცხლი ცხრაჯერ გაუხსნა, ხოლო ამერიკულ შენაერთებზე იერიში ათჯერ მიიტანა.

თავდაცვის უწყების შეფასებით, გამოყენებული მცირე ზომის კატარღები მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით იყო აღჭურვილი, ხოლო გაშვებულ ფრთოსან რაკეტებს სამიზნეებისთვის არ მიუღწევიათ. პენტაგონში აცხადებენ, რომ ეს ქმედებები ჯერჯერობით არ სცდება იმ ზღვარს, რაც ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლებას გამოიწვევდა.

არსებული ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის გავლის მოლოდინში ამ დროისთვის 1 550-ზე მეტი კომერციული გემი იმყოფება, რომლებზეც 22 500-ზე მეტი მეზღვაურია განთავსებული. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის გადაწყვეტილებით, სრუტის სამხრეთ ნაწილში უსაფრთხოების გაძლიერებული ზონა შეიქმნა, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იცავენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE