მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზი ღიაა და გემები აშშ-ს 20%-იან საკომისიოს გადაუხდიან – ტრამპის გეგმა
ჰორმუზი ღიაა და გემები აშშ-ს 20%-იან საკომისიოს გადაუხდიან – ტრამპის გეგმა

ჰორმუზი ღიაა და გემები აშშ-ს 20%-იან საკომისიოს გადაუხდიან – ტრამპის გეგმა

BM.GE13 ივლისი, 2026, 22:47|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში ირანული გემებისა და ირანული ნავთობის ექსპორტიორი ტანკერებისთვის ბლოკადის აღდგენის შესახებ განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, ეს შეზღუდვა მხოლოდ ირანულ ხომალდებსა და პარტნიორებზე გავრცელდება, სხვა სახელმწიფოები კი სრუტით უსაფრთხო სარგებლობას შეძლებენ, რადგან როგორც პრეზიდენტი ამბობს, ჰორმუზის სრუტე “ღიაა”.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამიერიდან ვაშინგტონი რეგიონში "ჰორმუზის სრუტის მცველის" სტატუსით იმოქმედებს. უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ამერიკა გადაზიდული ტვირთიდან 20%-იანი ფინანსური კომპენსაციის მიღებას გეგმავს.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიზნად სამხედრო ხარჯების სამართლიან დაბალანსებას ისახავს. შესაბამისი სამუშაოები და ახალი სტრუქტურის ფორმირება რეგიონში დაუყოვნებლივ დაიწყება.

ცნობისთვის, ამ განცხადებამდე Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანა სრუტის დასაცავად უზარმაზარ თანხებს აბანდებს, ამიტომ ის უკვე სრუტეზე კონტროლის დაწესებასა და მის მართვას გეგმავს. დონალდ ტრამპის განმარტებით, ვაშინგტონი სრუტის მცველის, ე.წ. „მფარველი ანგელოზის“ როლს შეასრულებს, რისთვისაც ქვეყანამ შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიიღოს.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორი სახელმწიფოები საკმაოდ მდიდარი არიან, რის გამოც ამერიკული მხარე ამ სამუშაოს უსასყიდლოდ შესრულებას არ აპირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლიაიმედი
  • დონალდ ტრამპმა აშშ-ის ენერგოსისტემის დასაცავად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადაფორმულა
  • ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედიარუსთავი 2
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

BM.GE

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

BM.GE

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

BM.GE

რუსული ხორბლის ექსპორტზე ბაჟი 1.4-ჯერ გაიზარდა

რუსული ხორბლის ექსპორტზე ბაჟი 1.4-ჯერ გაიზარდა

BM.GE