
ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, რომ შესაძლოა ატლანტისა და წყნარი ოკეანეების სახელწოდებები შეიცვალოს.
„ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია. შესაძლოა, ატლანტის ან წყნარი ოკეანის სახელწოდება შევცვალოთ. ეგებ ორივეს სახელი შევუცვალოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის „ამერიკის ტბის“ წოდების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი.
ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-მა მანამდე მექსიკის ყურესაც შეუცვალა სახელი და მას „ამერიკის ყურე“ უწოდა.
TWITTER POST
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge