მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას პენტაგონი არ ადასტურებს
ჰორმუზის ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას პენტაგონი არ ადასტურებს

ჰორმუზის ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას პენტაგონი არ ადასტურებს

BM.GE31 მაისი, 2026, 00:37|bm.ge

ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის ბლოკადა კვლავ ძალაშია - ამის შესახებ შაბათს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა განაცხადა და ირანი გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი მზადაა, კვლავ მიმართოს სამხედრო ძალას, თუ დიპლომატიური ძალისხმევით ვერ მოხერხდება ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებას სამუდამოდ აუკრძალავს.

"ბლოკადა ნამდვილად ძალაში რჩება. დაიდება თუ არა შეთანხმება, იმაზეა დამოკიდებული, რა არჩევანს გააკეთებენ ისინი. [ამ შემთხვევაში] სრუტე ღია და უბაჟო იქნება, რომლით სარგებლობასაც მთელი მსოფლიო შეძლებს, როგორც ეს წესით უნდა იყოს", - აღნიშნა პიტ ჰეგსეტმა სინგაპურში, სადაც სიტყვით წარდგა Shangri-La Dialogue-ის უსაფრთხოების სამიტზე.

ირანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც სტრატეგიულ საწყლოსნო გზას თეირანი აკონტროლებს, ჰეგსეტმა თქვა: "მათ უნდათ თქვან, რომ სრუტეს აკონტროლებენ, მაგრამ სინამდვილეში მას ჩვენ ვაკონტროლებთ და კულისებს მიღმა მიმდინარე მოვლენები ადასტურებს ჩვენს კონტროლს, მათ შორის იმას, თუ როგორ ვითარდება მოლაპარაკებების დინამიკა".

ბირთვულ მოლაპარაკებებზე საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია უცვლელია და ნებისმიერი შეთანხმება ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობას სამუდამოდ უნდა უსპობდეს.

მეორე მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემებზე დაწესებული ამერიკული ბლოკადა "მოიხსნებოდა".

"გემებს, რომლებიც სრუტეში ჩვენი საოცარი და უპრეცედენტო საზღვაო ბლოკადის გამო არიან ჩარჩენილები (და რომელიც ახლა მოიხსნება), "სახლისკენ გამგზავრება" შეუძლიათ! გადაეცით მოკითხვა თქვენს ცოლებს, ქმრებს, მშობლებსა და ოჯახებს ჩემგან, თქვენი საყვარელი პრეზიდენტისგან!", - დაწერა მან Truth Social-ზე.

რეგიონული დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც თებერვალში აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ თავდასხმები დაიწყეს. საპასუხოდ თეირანმა იერიშები ისრაელსა და ყურის ქვეყნებში მყოფ აშშ-ის მოკავშირეებზე მიიტანა და ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა.

8 აპრილს პაკისტანის შუამავლობით ძალაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შევიდა, რომელიც მოგვიანებით ტრამპმა განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა.

ისლამაბადის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, 13 აპრილიდან აშშ-მა ირანის პორტებზე ბლოკადა დააწესა, მათ შორის სტრატეგიული ჰორმუზის სრუტის გასწვრივ მდებარე ობიექტებზე.

მხარეებს შორის კონფლიქტის დასასრულებლად მედიაციის პროცესი გრძელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE