მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის სრუტე ისევე იკეტება - დონალდ ტრამპი
ჰორმუზის სრუტე ისევე იკეტება - დონალდ ტრამპი

ჰორმუზის სრუტე ისევე იკეტება - დონალდ ტრამპი

BM.GE6 მაისი, 2026, 14:43|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში ბლოკირებული გემების გაყვანის ოპერაცია, სახელწოდებით Project Freedom დროებით შეაჩერა. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ირანთან მოლაპარაკებების პროცესში მიღწეულმა მნიშვნელოვანმა პროგრესმა განაპირობა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმების მიღწევა კვლავ რეალური გახდა. თუმცა მან ხაზგასმით განაცხადა, რომ ოპერაციის შეჩერების მიუხედავად, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა კვლავ ძალაში დარჩება.

"პაკისტანისა და სხვა ქვეყნების თხოვნის საფუძველზე, იმ უდიდესი სამხედრო წარმატების გათვალისწინებით, რომელსაც ირანის წინააღმდეგ ჩატარებული კამპანიის დროს მივაღწიეთ, და ასევე იმის გამო, რომ ირანის წარმომადგენლებთან სრული და საბოლოო შეთანხმების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული - ორმხრივად შევთანხმდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბლოკადა სრული ძალითა და ეფექტით დარჩება ძალაში, პროექტი 'თავისუფლება' ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება) დროებით შეჩერდება მოკლე პერიოდით, რათა დადგინდეს, შესაძლებელი იქნება თუ არა შეთანხმების საბოლოოდ დასრულება და ხელმოწერა".

როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნული ნაბიჯი პაკისტანის თხოვნის საფუძველზე გადადგა. შეგახსენებთ ეს სახელმწიფო ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავლის როლს ომის დაწყების დღიდან ასრულებს. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება დროში დაემთხვა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც ირანში მიმდინარე სამხედრო კამპანია Epic Fury საბოლოოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურმა თეირანმა ვაშინგტონის ეს ნაბიჯი გამარჯვებად უკვე შეაფასა. ირანული მედიის ინფორმაციით, ოპერაციის შეჩერება ტრამპის უკან დახევა და აშშ-ის სტრატეგიული მარცხია.

ცნობისთვის, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია, რადგან ჰორმუზის სრუტეში ირანმა სავაჭრო გემზე არაერთი თავდასხმა განახორციელა. UKMTO-ს ცნობით, სატვირთო ხომალდს დაუდგენელი ჭურვი მოხვდა. პარალელურად, არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მხრიდან რაკეტებითა და დრონებით განხორციელებულ თავდასხმებზე უკვე 2 დღეა საუბრობს. თავის მხრივ, თეირანი აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ირანის სამხედრო უწყების განცხადებით, ქვეყანა მსგავსი მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში ამას ღიად დაადასტურებდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და ისრაელის იერიშები ირანზე 28 თებერვალს დაიწყო. საპასუხოდ თეირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და გლობალური სანავთობო კრიზისი გამოიწვია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპმა განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდისიმედი
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE

ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრა

ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრა

BM.GE