მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის სრუტეში ამ დრომდე ჰონკონგის 100-მდე გემია ბლოკირებული
ჰორმუზის სრუტეში ამ დრომდე ჰონკონგის 100-მდე გემია ბლოკირებული

ჰორმუზის სრუტეში ამ დრომდე ჰონკონგის 100-მდე გემია ბლოკირებული

BM.GE12 მაისი, 2026, 04:33|bm.ge

ჰონკონგში რეგისტრირებული ან ადგილობრივი კომპანიების მფლობელობაში არსებული 100-მდე ხომალდი ამ დრომდე ჰორმუზის სრუტეშია ბლოკირებული - წერს გავლენიანი აზიური გამოცემა South China Morning Post. მედიის ინფორმაციით, გემებზე დაახლოებით 2 300 მეზღვაური იმყოფება.

ჰონკონგის გემთმფლობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, რიჩარდ ჰექსტმა გამოცემასთან იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სრუტიდან გამოსვლის მცდელობას ახლავს და თქვა, რომ ეკიპაჟი ვერაფერს აკეთებს, რადგან ტერიტორიიდან გასვლის ნებისმიერი მცდელობა შეიძლება ცეცხლის გახსნით დასრულდეს.

როგორც ირკვევა, ასოციაციის მთავარი პრიორიტეტი ამჟამად ეკიპაჟის წევრების საკვებითა და სასმელი წყლით უზრუნველყოფაა, რაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გართულდა. ამასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას ჰონკონგში მეზღვაურების ემოციურ მხარდაჭერაზეც ამახვილებენ. რიჩარდ ჰექსტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის გემების უმრავლესობა ხელშეუხებლადაა, ის ფსიქოლოგიური წნეხი, რისი გადატანაც მეზღვაურებს უწევთ, განსაკუთრებით მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ხელისუფლება ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობისა და ტვირთბრუნვის შეუფერხებელი აღდგენას ომის დაწყების დღიდან აქტიურად ითხოვს. ოფიციალურ პეკინში მიიჩნევენ, რომ სამხედრო მოქმედებებმა მშვიდობიანი გადაადგილება არ უნდა შეზღუდოს.

საყურადღებოა, რომ ჰონკონგის ეკონომიკისთვის ამჟამინდელი შეფერხება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ადგილობრივი კომპანიების მართვის ქვეშ მყოფი ფლოტი საერთაშორისო ვაჭრობის განუყოფელი ნაწილია და მას როგორც პროდუქციის ექსპორტის, ისე იმპორტისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE