მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა
ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 01:49|bm.ge

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში პანამის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობმზიდ On Peace-ზე უცნობი ჭურვის დაცემის შედეგად ეკიპაჟის 12 წევრი დაშავდა. როგორც ირკვევა, დაშავებულთაგან 11 პირი ინდოეთის მოქალაქეა. ხომალდის ბორტზე ჯამურად 19 ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობები დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომაც გაავრცელა და განმარტა, რომ თავდასხმამ ხომალდის ძრავის განყოფილებაში ხანძარი გამოიწვია.

როგორც მედია წერს, ომანის ხელისუფლების დახმარებით დაშავებული მეზღვაურების ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ეკიპაჟის წევრები ქალაქ ხასაბის სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის მკურნალობას გადიან.

ცნობისთვის, ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, Aframax-ის ტიპის ეს ნავთობმზიდი ბოლოს 26 აგვისტოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფუჯეირას პორტში დააფიქსირეს. იმ პერიოდში ტანკერს მონაცემთა გადამცემი გამორთული ჰქონდა და საწვავს ცლიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თავდასხმის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • "სამარცხვინო!" - ამ შეძახილით ნეთანიაჰუს, "ჰამასის" თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლა, ერთ-ერთი მოკლულის მამამ შეაწყვეტინარუსთავი 2
  • სოზარ სუბარი 4 ოქტომბრის საქმეზე: რადიკალები პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ ძალიან მკაფიო და ძლიერი მხარდაჭერა გარედან, რომელიც დღესაც გრძელდებაიმედი
  • ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს გააძლიერებსფორმულა
  • ჩოხატაურში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავესნეტგაზეთი
თავდასხმის →

მსგავსი სტატიები

ლიეტუვის პარლამენტმა ბირთვული იარაღის განთავსებაზე აკრძალვის გაუქმებას მხარი დაუჭირა

ლიეტუვის პარლამენტმა ბირთვული იარაღის განთავსებაზე აკრძალვის გაუქმებას მხარი დაუჭირა

BM.GE

აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანთან დაკავშირებულ 130 გემს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება არ მისცა

აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანთან დაკავშირებულ 130 გემს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება არ მისცა

BM.GE

Google-მა Constellation Energy-სთან 3,600-მეგავატიანი ენერგოგარიგება გააფორმა

Google-მა Constellation Energy-სთან 3,600-მეგავატიანი ენერგოგარიგება გააფორმა

BM.GE

"ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება" - გივი მიქანაძე

"ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება" - გივი მიქანაძე

BM.GE