მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა
ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა

ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 18:56|bm.ge

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა და ზედიზედ მეოთხე თვიური მატება დააფიქსირა. დეკემბრის მიწოდების Brent-ის ფიუჩერსების ღირებულება $2.73-ით (2.44%-ით) გაიზარდა და ბარელზე $113.05 შეადგინა. ამერიკული WTI-ის მარკის ნავთობის ფასმა კი $2.25-ით (2.21%-ით) მოიმატა და $104.22-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მთლიანი თვის ჭრილში Brent-ის ფასი 13%-ით გაიზარდა, WTI-ის მაჩვენებელმა კი 15%-ით მოიმატა.

როგორც ირკვევა, მიწოდების რისკების ზრდა რეგიონში მომხდარ ახალ სამხედრო ინციდენტებს უკავშირდება. ბრიტანეთის საზღვაო უწყების, UKMTO-ს ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში მცურავ ტანკერს მცირე ზომის ნავიდან მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობებით თავს დაესხნენ.

პარალელურად, იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ობიექტებზე, მათ შორის Saudi Aramco-ს კუთვნილ რას ტანურას უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე, რაბიღის საწარმოსა და აბქაიქის კომპლექსზე თავდასხმები განახორციელეს.

თავის მხრივ, საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ დაადასტურა, რომ სამეფოს დასავლეთ რეგიონის მიმართულებით გაშვებული ფრთოსანი რაკეტები გაანადგურა.

ენერგეტიკულ ბაზარზე უარყოფითი გავლენა აქვს აშშ-ის შუალედური არჩევნების მოახლოებასაც. ბაზრის მონაწილეები ვაშინგტონსა და თეირანს შორის კონფლიქტის შესაძლო ესკალაციას მოელიან.

კვლევითი კომპანია MST Marquee-ს ენერგეტიკული მიმართულების ხელმძღვანელმა საულ კავონიკმა განმარტა, რომ ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები და დიპლომატიური შეთანხმების ბუნდოვანი პერსპექტივა ნავთობის ფასს კვლავ მაღალ დონეზე ტოვებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია

BM.GE

სექტემბერში ფულის გათეთრების 16 დანაშაული დაფიქსირდა - სისხლის სამართლის სტატისტიკა

სექტემბერში ფულის გათეთრების 16 დანაშაული დაფიქსირდა - სისხლის სამართლის სტატისტიკა

BM.GE

37 კომპანია და 3 პავილიონი - საქართველო შანხაის იმპორტის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

37 კომპანია და 3 პავილიონი - საქართველო შანხაის იმპორტის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE

Starbucks-ის კვარტალური შემოსავალი შემცირდა, თუმცა აშშ-ში გაყიდვები გაიზარდა

Starbucks-ის კვარტალური შემოსავალი შემცირდა, თუმცა აშშ-ში გაყიდვები გაიზარდა

BM.GE