მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Starbucks-ის კვარტალური შემოსავალი შემცირდა, თუმცა აშშ-ში გაყიდვები გაიზარდა
Starbucks-ის კვარტალური შემოსავალი შემცირდა, თუმცა აშშ-ში გაყიდვები გაიზარდა

Starbucks-ის კვარტალური შემოსავალი შემცირდა, თუმცა აშშ-ში გაყიდვები გაიზარდა

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 18:49|bm.ge

2026 ფისკალური წლის მეოთხე კვარტალში Starbucks-ის შემოსავალი წლიურად 4%-ით, $9.14 მილიარდამდე შემცირდა და უოლ-სტრიტის მიერ პროგნოზირებულ $9.23 მილიარდს ჩამორჩა. კომპანიის წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიური პერიოდის $133.1 მილიონიდან $677.2 მილიონამდე გაიზარდა. ერთ აქციაზე კორექტირებულმა მოგებამ კი $0.80 შეადგინა და ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $0.72-ს გადააჭარბა.

რაც შეეხება დეტალებს, კომპანიის გლობალური გაყიდვები ერთსა და იმავე ობიექტებში 7.2%-ით გაიზარდა და უოლ-სტრიტის 6%-იან პროგნოზს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ თუ აშშ-ის ობიექტებში ამ მაჩვენებელმა 7.7% შეადგინა, საპირისპირო ვითარება დაფიქსირდა საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც მომხმარებელთა ნაკადის შემცირების გამო გაყიდვები მხოლოდ 0.9%-ით გაიზარდა და მოსალოდნელ 3.2%-ს ჩამორჩა. როგორც ირკვევა, მთლიანი შემოსავლების 4%-იანი კლება კი ჩინეთის ბაზარზე ბიზნესის ერთობლივი საწარმოს მოდელზე გადასვლამ განაპირობა.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, 2027 ფისკალური წლისთვის Starbucks-ი ერთ აქციაზე $3.15-დან $3.25-მდე კორექტირებულ მოგებას პროგნოზირებს, რაც უოლ-სტრიტის მოლოდინს ($3.14) აღემატება. ამასთან, კომპანია შემოსავლების 1%-იან კლებას ელის, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები 1.4%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. კომპანიის ფინანსური დირექტორის, კეითი სმითის განმარტებით, წლიურ შემოსავალზე ყავის ფასების დეფლაციასა და ახალი ობიექტების გახსნის ტემპის შენელებას უარყოფითი გავლენა ექნება.

ინფორმაციისთვის, კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, დამატებითი სავაჭრო სესიისას Starbucks-ის აქციების ფასი თითქმის 2%-ით შემცირდა და $103.52 შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია

BM.GE

სექტემბერში ფულის გათეთრების 16 დანაშაული დაფიქსირდა - სისხლის სამართლის სტატისტიკა

სექტემბერში ფულის გათეთრების 16 დანაშაული დაფიქსირდა - სისხლის სამართლის სტატისტიკა

BM.GE

37 კომპანია და 3 პავილიონი - საქართველო შანხაის იმპორტის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

37 კომპანია და 3 პავილიონი - საქართველო შანხაის იმპორტის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა

ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა

BM.GE