მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის სრუტიდან ოთხი ტანკერი უკან გაბრუნდა - როგორი ვითარებაა კონფლიქტის ზონაში?
ჰორმუზის სრუტიდან ოთხი ტანკერი უკან გაბრუნდა - როგორი ვითარებაა კონფლიქტის ზონაში?

ჰორმუზის სრუტიდან ოთხი ტანკერი უკან გაბრუნდა - როგორი ვითარებაა კონფლიქტის ზონაში?

BM.GE9 ივლისი, 2026, 00:36|bm.ge

აშშ-სა და ირანის მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების სერიის შემდეგ ჰორმუზის სრუტის გადაკვეთაზე სულ მცირე ოთხმა ტანკერმა თქვა უარი და უკან გაბრუნდა.

როგორც ირკვევა, კატარული და საუდის არაბეთის ხომალდების დაზიანების შემდეგ რეგიონში რისკის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე გაიზარდა, რის გამოც გადამზიდმა კომპანიებმა რისკის აღება არაგონივრულად მიიჩნიეს.

Kpler-ის და LSEG-ის მონაცემების მიხედვით მიმართულება სამმა თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერმა უკვე შეიცვალა. ცარიელი ხომალდები კატარში მდებარე რას-ლაფანის საექსპორტო პორტისკენ მიემართებოდნენ, თუმცა მათ კურსიდან გადახვევა მოუწიათ. ამას გარდა, 2 მილიონი ბარელი ქუვეითური ნავთობით დატვირთულმა ინდურმა ტანკერმა მანევრირება შეწყვიტა და სრუტიდან უკან გაბრუნდა.

ამასთან, ანალიტიკური ცენტრის, Vortexa-ს ცნობით, რას-ლაფანის ტერმინალთან 10-ზე მეტმა გემმა ჩაუშვა ღუზა, რის გამოც პორტის სიახლოვეს ლოგისტიკური პრობლემები შეიქმნა. საყურადღებოა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე, QatarEnergy-სა და ADNOC-IS 50-მდე ტანკერი ინდოეთისა და მალაკის სრუტის გარშემოც შეჩერდა. უსაფრთხოების მიზნით ზოგიერთმა მათგანმა სანავიგაციო და საიდენტიფიკაციო სისტემები 10 დღეზე მეტი ხნით გამორთო.

საყურადღებოა, რომ შექმნილი კრიზისის მიუხედავად, ჰორმუზის სრუტის დატოვება ორმა ნავთობმზიდავმა ტანკერმა მაინც შეძლო. იაპონური Nippon Yusen KK-ის და ინდონეზიური Pertamina-ს კუთვნილ ხომალდებს 2-2 მილიონი ბარელი კატარული და საუდის არაბეთის ნავთობი გადაჰქონდათ. ინდონეზიურმა გემმა სახიფათო ზონა გამორთული რადიოლოკაციური მაჩვენებლების დამსახურებით უსაფრთხოდ გაიარა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა

უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა

BM.GE

უბილეთოდ მგზავრობისთვის წელს 63%-ით მეტი დაჯარიმდა, ვიდრე გასულ წელს

უბილეთოდ მგზავრობისთვის წელს 63%-ით მეტი დაჯარიმდა, ვიდრე გასულ წელს

BM.GE

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

BM.GE

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

BM.GE