
უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა
უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი პოზიცია უჭირავს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.
კომერციულ სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 2026 წლის ივლისის ბოლოსთვის 47.7 მილიარდ ლარს აღწევდა, რაც ერთწლიან ჭრილში 5.16 მილიარდი ლარით, ანუ 12.1%-ით გაზრდილი. ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი - 5.1 მილიარდი ლარის სესხები უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორზე არის გაცემული. ამასთან, აღნიშნული სექტორის დაკრედიტების ზრდის ტემპი (19%) ასწრებს ზოგადად ბიზნეს სესხების ზრდის ტემპს, რაც 12%-ს შეადგენს.
უძრავი ქონების დეველოპმენტის შემდეგ დაკრედიტებაში მეორე პოზიციას 4.5 მილიარდი ლარით იკავებს სერვისების სექტორი (ზრდა 13%); უძრავი ქონების მენეჯმენტი 4.5 მილიარდი ლარი (ზრდა 26%) და სოფლის მეურნეობა 3.9 მილიარდი ლარი (ზრდა 9%).
ენერგეტიკაში დაკრედიტება წლიურად 30%-ით გაიზარდა 3.2 მილიარდ ლარამდე, სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობის სეგმენტში ასევე 20%-ის ზრდაა და სექტორის სესხები 2.9 მილიარდი ლარი გახდა, ხოლო სასტუმროების და ტურიზმის სექტორში კი პორტფელი პირიქით 15%-ით 2.78 მილიარდ ლარამდე შემცირდა.
2026 წლის ივლისის მდგომარეობით ბიზნეს სესხები ასე ნაწილდება:
სექტორი საკრედიტო პორტფელი - მლნ ლარი ზრდა/კლება უძრავი ქონების დეველოპმენტი 5,090 19% სერვისი 4,536 13% უძრავი ქონების მენეჯმენტი 4,507 26% სოფლის მეურნეობის სექტორი 3,903 9% ენერგეტიკა 3,181 30% სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2,884 20% სასტუმროები და ტურიზმი 2,781 -15% სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2,105 -3% ვაჭრობა (სხვა) 2,072 -8% სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1,846 1% საფინანსო ინსტიტუტები 1,408 14% სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1,205 16% ჯანდაცვა 1,024 -27% ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 983 26% რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 961 4% წარმოება (სხვა) 930 4% ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 842 724% მათ შორის: ექსპორტიორები 840 18% ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 797 6% მძიმე მრეწველობა 733 -10% სხვა 702 63% ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 617 -8% ავტომობილების დილერები 334 -6% საბითუმო ლომბარდი 288 13% ტელეკომუნიკაცია 271 -4% ფარმაცევტიკა 264 32% სახელმწიფო ორგანიზაციები 43 18%
BM.GE
წყარო: bm.ge