მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰოუმერ ალფა – ყველაზე გამორჩეული საცხოვრებელი გარემო დიღომში
ჰოუმერ ალფა – ყველაზე გამორჩეული საცხოვრებელი გარემო დიღომში

ჰოუმერ ალფა – ყველაზე გამორჩეული საცხოვრებელი გარემო დიღომში

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 14:24|bm.ge

ორი წლის წინ, დიღმის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და პერსპექტიულ ლოკაციაზე მშენებლობის დაწყებამდე, „ჰოუმერის“ გუნდის წევრებმა საკუთარ თავს მარტივი, მაგრამ ამბიციური კითხვა დაუსვეს: „რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სახლი არა უბრალოდ კედლები, არამედ ადამიანის ცხოვრების ხარისხის რეალურად გაუმჯობესების ინსტრუმენტი იყოს?“

პირველივე დღიდან, „ჰოუმერში“ პროცესი არა კვადრატული მეტრების დათვლით, არამედ მომავალი მობინადრის ყოველდღიური ქცევის შესწავლით დაიწყო. ბრენდის მიღმა უძრავი ქონების დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი დგას, რომლის თითოეულმა წევრმა, დაიწყო ფიქრი იმაზე, რაც ხშირად, ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე: როგორი უნდა იყოს შენობის არქიტექტურა, ინჟინერია და გაყვანილობა, რომ წლების შემდეგაც დისკომფორტი არავის შეუქმნას და სახლში გატარებული დრო მომავალშიც ისეთივე სასიამოვნო იყოს, როგორც ახალმოსახლეობისას; რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე საცხოვრებელი პროექტი, რომ ადამიანმა ახალ ეტაპზე გადასვლა, ახალი ჰობის შეძენა, ოჯახთან ერთად დროის გატარება და დაბალანსებული ცხოვრება შეძლოს.

Homer-ის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი:

„როდესაც ადამიანი სახლს არჩევს, ის მხოლოდ კვადრატულ მეტრებს არ ყიდულობს, ის საკუთარ მომავალს გეგმავს. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ვაშენებთ, არამედ ისიც, როგორ იმუშავებს ეს გარემო წლების შემდეგ.„ჰოუმერის” ამბიციაა, თითოეულ უბანში, სადაც ვმუშაობთ, შევქმნათ ფუნქციურად, გეგმარებითა და ხარისხით ყველაზე გამორჩეული საცხოვრებელი გარემო. ამას მხოლოდ ლამაზი არქიტექტურა ვერ უზრუნველყოფს. აუცილებელია საიმედო საინჟინრო სისტემები, გააზრებული საერთო სივრცეები და დეტალები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს.

„ჰოუმერ ალფა” ამ მიდგომის პირველი პრაქტიკული გამოხატულებაა. პროექტის დაწყებამდე შევისწავლეთ დიღომი, ჩავატარეთ კვლევები და საცხოვრებელი გარემო ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმეთ.

ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა კი მარტივია: ადამიანებმა მიიღონ სწორედ ის ხარისხი, გარემო და პირობები, რასაც ვპირდებით.”

„ჰოუმერ ალფა” დეველოპერული კომპანია “ჰოუმერის” პირველი პროექტია. ის ახალ, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ უბანში, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიური აუზის მიმდებარედ შენდება. 24,500 კვ.მ ტერიტორია 4 საცხოვრებელ კორპუსს, 7,300 კვ.მ. რეკრეაციულ სივრცეს, კომერციულ ფართებსა და ავტოსადგომებს მოიცავს. პროექტის მახასიათბლები კი “ჰოუმერ ალფას” დიღომში ყველაზე გამორჩეულ საცხოვრებელ გარემოდ აქცევს.

თანამშრომლობა გამოცდილ ბრენდებთან

პროექტის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს “ანაგი”, რომელიც საქართველოს სამშენებლო სექტორის ლიდერი კომპანიაა. “ჰოუმერ ალფას” არქიტექტურულ და საინჟინრო ნაწილზე ისეთი წამყვანი კომპანიები მუშაობდნენ, როგორიცაა HausArt (არქიტექტურა), Q Engineering (კონსტრუქცია) და Saxon Management Services (ინჟინერია). პროექტის მოვლაზე იზრუნებს “ბენე კომფოტი”, ხოლო პირველად ქართულ დეველოპერულ სექტორში, ყველა მცხოვრებელი საჩუქრად მიიღებს სახლის 1-წლიან დაზღვევას “ირაოში.” პროექტის ფინანსური პარტნიორია თიბისი ბანკი.

ტექნოლოგიები და დაცულობა

“ჰოუმერ ალფას” ყველა სახლის შესასვლელი კარი აღჭურვილი იქნება ჭკვიანი საკეტით, რომლის გაღებაც თითის ანაბეჭდით, ინდივიდუალური კოდით, ბარათით ან მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი. ავტოსადგომების შესასვლელებთან შლაგბაუმები ნომრის ამოცნობის ფუნქციით იმუშავებს, რათა დახურულ პარკინგზე ავტომობილები მხოლოდ რეგისტრირებული ნომრით მოხვდნენ. მთელი ტერიტორია 24 საათის განმავლობაში მაღალი გარჩევადობის ვიდეოკამერებით გაკონტროლდება, ხოლო ვიდეოდომოფონის სისტემა სტუმრების იდენტიფიცირებას გაამარტივებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სმარტსისტემები დიღმის მასშტაბით არსებულ პროექტებში იშვიათია.

კომფორტი და ხარისხი

“ჰოუმერ ალფაში” კომფორტული ცხოვრებისთვის ყველა დეტალზე წინასწარაა ნაფიქრი. პროექტში გათვალისწინებულია ფინური პრემიუმ ბრენდის, KONE-ს სწრაფი და უსაფრთხო ლიფტები. დენის გათიშვის შემთხვევაში, ლიფტებსა და დერეფნებს ელექტროენერგიას გენერატორები მიაწვდის. წყლის შეწყვეტისას, რეზერვუარები რამდენიმე საათის განმავლობაში მოამარაგებს მცხოვრებლებს, ავზი ასევე გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოებისთვის. ბინებში ელექტროენერგიის დაქსელვა ადამიანისთვის ინსტინქტურ წერტილებზეა მორგებული, აივნებზე წინასწარაა გათვალისწინებული ქვაბის და კონდიციონერის აგრეგატების ადგილები.

მრავალფეროვანი ეზო

7,300 კვ.მ. გამწვანებული ეზო ყველა ასაკისა და ინტერესის ადამიანზეა მორგებული: მოწყობილია საბავშვო სივრცე, ბუნებრივი საფარის მქონე საფეხბურთო მოედანი, ღია სავარჯიშო ზონა ინვენტარით, სპეციალური სივრცე შინაური ცხოველებისთვის, კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე და კომერციული ფართები სხვადასხვა ყოველდღიური საჭიროებისთვის: მარკეტი, კაფე, საკონდიტრო, სილამაზის სალონი, წიგნების მაღაზია, ცხოველების გრუმინგ სალონი… პროექტის მაცხოვერბელებს არ მოუწევთ უარი თქვან საყვარელი ცხოვრების წესზე მხოლოდ იმიტომ, რომ შესაბამისი ეზო არ აქვთ.

“ჰოუმერ ალფა” სრულდება ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით. ამით „ჰოუმერი“, ერთი მხრივ, მცხოვრებლების რესურსს უფრთხილდება (შენობა ზამთარში სითბოს, ზაფხულში კი სიგრილეს ინარჩუნებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გათბობა-გაგრილების ხარჯებს), მეორე მხრივ კი – გარემოს. ასევე, იგეგმება ეზოში არსებული ხე-ნარგავების მაქსიმალური შენარჩუნება და დენდროლოგიური პროექტის მიხედვით, ახალი ხე-მცენარეების დამატება.

ყველა ამ ფუნქციური ზონისა თუ დეტალის მიღმა კომპანიის მთავარი პრინციპი დგას: ახალ სახლში გადასვლით ადამიანებმა ახალი ცხოვრება უნდა დაიწყონ მშვიდ, უსაფრთხო და ხარისხიან გარემოში; მიიღონ ის, რასაც დაჰპირდნენ და პროექტიც ზუსტად ისეთი დახვდეთ, როგორიც რენდერებსა და მაკეტებზე ჰქონდათ ნანახი.

ასე იქმნება ფუნქციურად, გეგმარებით და ხარისხით ყველაზე გამორჩეული საცხოვრებელი გარემო დიღომში. არ არსებობს სამყაროში სახლზე უკეთესი ადგილი. უბანში კი, ჰოუმერზე უკეთესი გარემო საცხოვრებლად.

ჰოუმერი – ახალი ცხოვრების გასაღები

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE