მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. HT Solutions-მა მეშვიდედ გააერთიანა საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემა - Change Inspire 2026-ზე
HT Solutions-მა მეშვიდედ გააერთიანა საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემა - Change Inspire 2026-ზე

HT Solutions-მა მეშვიდედ გააერთიანა საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემა - Change Inspire 2026-ზე

BM.GE13 ივლისი, 2026, 14:25|bm.ge

1 ივლისს, Pullman Tbilisi, Axis Towers-ში, HT Solutions-ის ორგანიზებით Change Inspire 2026 გაიმართა - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია, რომელმაც წელს 1064 რეგისტრირებული მონაწილე და 50-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერი გააერთიანა.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო „Big Tech. Global Legends. One Future.“, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს გამოსვლები ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, Cloud ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიტიკის, DevOps-ისა და ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ.

ღონისძიების პროგრამა მოიცავდა Main Stage-ს, Tech Stage-ს და ორ პარალელურ Deep Dive Workshop Stage-ს, სადაც მთელი დღის განმავლობაში 7 პრაქტიკული ვორკშოპი გაიმართა. მრავალფეროვანმა ფორმატმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეერჩიათ სესიები და პრაქტიკული თემები.

კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის NVIDIA, Google Cloud, Palo Alto Networks, One Identity, SOCRadar, Flutter CEE, AWS, Microsoft, Thales, Lineate, Veeam, SOTI, Calico, HashBank და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების ექსპერტები.

Change Inspire 2026-ის მთავარი პარტნიორი იყო თიბისი, რომელმაც ღონისძიების ფარგლებში ტექნოლოგიური ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტისა და ბიზნეს ტრანსფორმაციის მიმართულებით საკუთარი ხედვა გააზიარა.

კონფერენციის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდათ საერთაშორისო დონის გამოსვლებს, პრაქტიკულ ვორკშოპებს, გაცნობოდნენ პარტნიორი კომპანიების უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, დაემყარებინათ ახალი პროფესიული კავშირები და გაეზიარებინათ გამოცდილება ინდუსტრიის ლიდერებთან.

რეკორდულმა დასწრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ Change Inspire უკვე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური კონფერენციაა საქართველოში, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისა და IT ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

ტრადიციულად, Change Inspire მომავალ წელსაც დაუბრუნდება თავის აუდიტორიას. Change Inspire 2027 კიდევ უფრო მასშტაბური პროგრამით, საერთაშორისო სპიკერებითა და ახალი შესაძლებლობებით უმასპინძლებს ტექნოლოგიებით, ინოვაციებითა და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებულ სტუმრებს.

დაუმეგობრდით HT Solutions-სა და Change Inspire-ს სოციალურ ქსელებში და თვალი ადევნეთ ღონისძიების საუკეთესო მომენტებს, ფოტოებსა და სხვა ექსკლუზიურ კონტენტს: Change Inspire Instagram HT Solutions InstagramHT Solutions Facebook HT Solutions LinkedIn

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2015-2022 წლებში აღებული €786 მილიონის 12 სესხიდან ათვისებულია €189 მლნ|აუდიტის სამსახური

2015-2022 წლებში აღებული €786 მილიონის 12 სესხიდან ათვისებულია €189 მლნ|აუდიტის სამსახური

BM.GE

ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები ისევ ეცემა

ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები ისევ ეცემა

BM.GE

ივნისში აეროპორტებში მგზავრების 4%-იანი ზრდაა - იოსელიანი

ივნისში აეროპორტებში მგზავრების 4%-იანი ზრდაა - იოსელიანი

BM.GE

შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების საფასურს აორმაგებს

შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების საფასურს აორმაგებს

BM.GE