მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ, სპარსეთის ყურეში საზღვაო მიმოსვლა შემცირდა
ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ, სპარსეთის ყურეში საზღვაო მიმოსვლა შემცირდა

ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ, სპარსეთის ყურეში საზღვაო მიმოსვლა შემცირდა

BM.GE7 აგვისტო, 2026, 02:50|bm.ge

სატრანსპორტო მონაცემების მიხედვით, ოთხშაბათს სპარსეთის ყურის სტრატეგიულ საზღვაო დერეფნებში - ჰორმუზისა და ბაბ ელ-მანდების სრუტეებში გემების მოძრაობა წინა დღესთან შედარებით მკვეთრად შემცირდა.

ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ ორმა გემმა გადაკვეთა, მაშინ როცა წინა დღეს ეს მაჩვენებელი 8-ს შეადგენდა. მათგან ერთი პანამის დროშის ქვეშ მცურავი ნახშირით დატვირთული გემია, მეორე კი - მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო ხომალდი.

შედარებისთვის, 28 თებერვალს აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომის დაწყებამდე და ირანის მიერ სრუტის ჩაკეტვამდე, ამ საწყლოსნო გზით ყოველდღიურად საშუალოდ 130-140 გემი სარგებლობდა.

ასევე Kpler-ის მონაცემებით, ბაბ ელ-მანდების სრუტე ოთხშაბათს მხოლოდ ერთმა ბაჰამის დროშის ქვეშ მცურავმა სატვირთო გემმა გადაკვეთა, წინა დღეს დაფიქსირებულ 20 გემთან შედარებით.

საქმე ისაა, რომ 5 აგვისტოს ირანის მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა სარაკეტო თავდასხმა საუდის არაბეთის ნავთობტანკერზე წითელ ზღვაში, იანბუს პორტთან განახორციელეს, კიდევ ერთი დარტყმა კი საუდის არაბეთის ტანკერს ადენის ყურეში მიაყენეს.

საუდის არაბეთს არცერთი ინციდენტი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ჰუსიტებმა საუდის არაბეთს წითელ ზღვაში საზღვაო ბლოკადა გასულ თვეში გამოუცხადეს. ეს იყო პასუხი იემენის სავარაუდო ბლოკადაზე, რასაც რიადი კატეგორიულად უარყოფს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

₾45 მილიონიანი პროექტი ადგილობრივი მწარმოებლების გარეშე|"უნისტილის" შეფასება

₾45 მილიონიანი პროექტი ადგილობრივი მწარმოებლების გარეშე|"უნისტილის" შეფასება

BM.GE

ეგვიპტე, საამიროები და ტაილანდი - ზამთრის მოგზაურობებზე ჯავშნები უკვე აქტიურად მიმდინარეობს

ეგვიპტე, საამიროები და ტაილანდი - ზამთრის მოგზაურობებზე ჯავშნები უკვე აქტიურად მიმდინარეობს

BM.GE

საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ქართველისთვის ბევრი კარი იხურება - „ამერიკული აკადემია"

საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ქართველისთვის ბევრი კარი იხურება - „ამერიკული აკადემია"

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE