მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰუსიტების თავდასხმების ფონზე ნავთობის ფასმა 5-თვიან მაქსიმუმს მიაღწია
ჰუსიტების თავდასხმების ფონზე ნავთობის ფასმა 5-თვიან მაქსიმუმს მიაღწია

ჰუსიტების თავდასხმების ფონზე ნავთობის ფასმა 5-თვიან მაქსიმუმს მიაღწია

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 17:24|bm.ge

საუდის არაბეთზე იემენელი ჰუსიტების თავდასხმებისა და ენერგორესურსების მიწოდების შეფერხების საფრთხის გათვალისწინებით, ნავთობის ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა და 5-თვიან მაქსიმუმს მიაღწია.

როგორც ირკვევა, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ღირებულება $3.51-ით, ანუ 3.2%-ით გაიზარდა და ბარელზე $113.71 შეადგინა, რაც 4 მაისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია.

პარალელურად, ამერიკული West Texas Intermediate-ის მარკის ნავთობის ფასმა $2.14-ით, ანუ 2.2%-ით მოიმატა და $100.3-ს მიაღწია.

რაც შეეხება უშუალოდ საომარ მოქმედებებს, ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებასა და საუდის არაბეთის კოალიციას შორის შეტაკებები ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდა. ჰუსიტებმა წითელი ზღვის შესართავთან მდებარე ბაბ-ელ-მანდების სრუტისკენ წაიწიეს. ამასთან, Saudi Aramco-მ ბაჰრეინის მახლობლად, ქალაქ დაჰრანში მდებარე სათავო ოფისიდან თანამშრომლების ევაკუაცია გამოაცხადა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„[CITYZEN Expo-ს] მშენებლობის ნებართვა გვეკუთვნის და უახლოეს მომავალში მივიღებთ“ - მინდია საბანაძე

„[CITYZEN Expo-ს] მშენებლობის ნებართვა გვეკუთვნის და უახლოეს მომავალში მივიღებთ“ - მინდია საბანაძე

BM.GE

97.5%-იანი დატვირთულობა და შემოსავლების ზრდა - როგორ დაასრულა Origami Holding-მა ზაფხულის სეზონი

97.5%-იანი დატვირთულობა და შემოსავლების ზრდა - როგორ დაასრულა Origami Holding-მა ზაფხულის სეზონი

BM.GE

4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე | საბანკო სექტორის 9 თვის ფინანსური შედეგები

4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე | საბანკო სექტორის 9 თვის ფინანსური შედეგები

BM.GE

სომხეთის მთავრობამ თურქეთთან საზღვრის გახსნაზე ანკარასთან და ბაქოსთან მოლაპარაკებები დაიწყო

სომხეთის მთავრობამ თურქეთთან საზღვრის გახსნაზე ანკარასთან და ბაქოსთან მოლაპარაკებები დაიწყო

BM.GE