მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სომხეთის მთავრობამ თურქეთთან საზღვრის გახსნაზე ანკარასთან და ბაქოსთან მოლაპარაკებები დაიწყო
სომხეთის მთავრობამ თურქეთთან საზღვრის გახსნაზე ანკარასთან და ბაქოსთან მოლაპარაკებები დაიწყო

სომხეთის მთავრობამ თურქეთთან საზღვრის გახსნაზე ანკარასთან და ბაქოსთან მოლაპარაკებები დაიწყო

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 18:08|bm.ge

სომხეთმა თურქეთთან სახელმწიფო საზღვრის გახსნის საკითხზე ანკარასა და ბაქოსთან მოლაპარაკებები აქტიურად დაიწყო. ეს ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

როგორც მან აღნიშნა, აზერბაიჯანულ მხარეს ამ პროცესთან დაკავშირებით გარკვეული დათქმები აქვს, თუმცა ოფიციალური ერევანი ურთიერთმისაღები გადაწყვეტის მოსაძებნად მუშაობას გააგრძელებს.

ფაშინიანის განმარტებით, სამმხრივი დიალოგის პროცესში ბაქოს პოზიცია ერთ-ერთ გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება.

საყურადღებოა, რომ სომხეთის მთავრობის მეთაურს ბაქოს მიერ წამოყენებული პირობების დეტალებზე არ უსაუბრია და არც საბოლოო შეთანხმების მიღწევის კონკრეტული ვადები დაუსახელებია. ქვეყნის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული სირთულეების მიუხედავად, სომხეთი რეგიონული საზღვრების გახსნის მიმართულებით დიპლომატიურ ძალისხმევას არ შეწყვეტს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების სავარაუდო ვადებიც დაასახელა. ფაშინიანის განცხადებით, ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერა 2027-2028 წლებში სრულიად შესაძლებელი იქნება.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ადრე გაჟღერებული პერიოდის ნაცვლად, მხარეებმა შეთანხმების გაფორმება უფრო შემჭიდროებულ ვადებში შეიძლება მოახერხონ.

„მე ვამბობდი, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება 2031 წლამდე იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა, მიმაჩნია, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერას 2027-2028 წლებშიც შევძლებთ. მოვაწეროთ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 118 სტატია.

  • ოცნების მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გელა ჭიღლაძის საქმე წააგოფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილირუსთავი 2
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

TBC Capital-ის პროგნოზით, სები რეზერვების დაგროვებას მომავალ წელსაც გააგრძელებს

TBC Capital-ის პროგნოზით, სები რეზერვების დაგროვებას მომავალ წელსაც გააგრძელებს

BM.GE

„[CITYZEN Expo-ს] მშენებლობის ნებართვა გვეკუთვნის და უახლოეს მომავალში მივიღებთ“ - მინდია საბანაძე

„[CITYZEN Expo-ს] მშენებლობის ნებართვა გვეკუთვნის და უახლოეს მომავალში მივიღებთ“ - მინდია საბანაძე

BM.GE

97.5%-იანი დატვირთულობა და შემოსავლების ზრდა - როგორ დაასრულა Origami Holding-მა ზაფხულის სეზონი

97.5%-იანი დატვირთულობა და შემოსავლების ზრდა - როგორ დაასრულა Origami Holding-მა ზაფხულის სეზონი

BM.GE

4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე | საბანკო სექტორის 9 თვის ფინანსური შედეგები

4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე | საბანკო სექტორის 9 თვის ფინანსური შედეგები

BM.GE