მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. I კვარტალში აშშ-დან FDI $47.5 მლნ-მდე შემცირდა - TOP-10 დარგი/კომპანია
I კვარტალში აშშ-დან FDI $47.5 მლნ-მდე შემცირდა - TOP-10 დარგი/კომპანია

I კვარტალში აშშ-დან FDI $47.5 მლნ-მდე შემცირდა - TOP-10 დარგი/კომპანია

BM.GE11 ივნისი, 2026, 19:40|bm.ge

2026 წლის I კვარტალში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. წინასწარი მონაცემებით, ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკაში ამერიკული ინვესტიციის მოცულობა 3.4%-ით შემცირდა და 47.5 მლნ დოლარი შეადგინა.

BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია - რომელ სექტორებსა და კომპანიებში ჩაიდო პირველ კვარტალში ამერიკული პირდაპირი ინვესტიციები. უწყებიდან მიღებული ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ დარგების რეიტინგში პირველ ადგილს ინფორმაცია და კომუნიკაციები იკავებს, სწორედ აქ ჩაიდო ამერიკული ინვესტიციების 71%.

TOP-10 სექტორის რეიტინგი:

• ინფორმაცია და კომუნიკაცია - $33.7 მლნ; • უძრავი ქონება - $9.6 მლნ; • ჯანდაცვა - $1.8 მლნ; • განათლება - $1.8 მლნ; • სოფლის მეურნეობა - $716 ათასი; • პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები - $713 ათასი; • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - $518 ათასი; • ვაჭრობა - $ 165 ათასი; • ლოგისტიკა - ...; • სტუმარმასპინძლობა - $14 ათასი;

საქსტატის განმარტებით, ლოგისტიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა კონფიდენციალურია, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 34-ე მუხლის თანახმად, რადგან მონაცემები სტატისტიკური ერთეულის პირდაპირი იდენტიფიცირების ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება კომპანიებს, სადაც ამ პერიოდში ყველაზე დიდი მოცულობის ამერიკული ინვესტიცია ჩაიდო, მათი ათეული ასე გამოიყურება:

• World Vision International-ის ფილიალი საქართველოში; • საერთაშორისო არაკომერიული ორგანიზაციის მერსი ქორფს-ის წარმომადგენლობა საქართველოში; • შპს მაგთიკომი; • ტექნოლოჯი მენეჯმენტ კომპანი ინკ.-ის წარმომადგენლობა საქართველოში; • შპს საქართველოს უნივერსიტეტი; • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია; • შპს რექტუს დეველოპმენტი; • შპს ნათს ინქორფორეითიდ; • შპს ლაითსპიდ საქართველო; • შპს დისქაუნთ დეპო

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE