მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. I კვარტალში დამმუშავებელ მრეწველობაში $18.5 მლნ-ის FDI ჩაიდო - TOP-10 კომპანია
I კვარტალში დამმუშავებელ მრეწველობაში $18.5 მლნ-ის FDI ჩაიდო - TOP-10 კომპანია

I კვარტალში დამმუშავებელ მრეწველობაში $18.5 მლნ-ის FDI ჩაიდო - TOP-10 კომპანია

BM.GE24 ივნისი, 2026, 09:00|bm.ge

2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის დამმუშავებელი მრეწველობის დარგში 18.5 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. წლიურად ეს რიცხვი თითქმის განახევრდა. 2025 წლის პირველ კვარტალში ამ სექტორში FDI-ს მოცულობა 34.6 მლნ დოლარს შეადგენდა.

წელს დამმუშავებელი მრეწველობა, ჩადებული ინვესტიციებით დარგების რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებდა.

BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ საიდანაც მრეწველობაში FDI ჩაიდო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დამმუშავებელ მრეწველობაში ყველაზე დიდი - $11.9 მლნ-ის მოცულობით ნიდერლანდური უცხოური ინვესტიცია იყო. თურქეთიდან ჯამში 7.6 მლნ დოლარის, რუსეთიდან კი 1.3 მლნ დოლარის FDI ჩაიდო. მცირე მოცულობით პირდაპირი ინვესტიციები შვეიცარიიდან, ბელგიიდან, სომხეთიდან, ლიბანიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან.

რიგი ქვეყნებიდან, მაგალითად აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი უარყოფითია, რაც შესაძლოა, ქვეყნიდან ინვესტორების მიერ დივიდენდების გატანას უკავშირდებოდეს.

TOP-10 კომპანიის სია კი სადაც წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო, ასეთია:

• აიდიეს ბორჯომი საქართველო; • შპს სანტე ჯი ემ თი პროდუქტები; • შპს ჯეოსთილი; • სს ლომისი • შპს ქართული ცემენტი (ყოფილი შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია); • შპს კარმენ; • სს მინა; • შპს ჯეომილი; • შპს ჯერმან ცემენტ ლტდ • შპს ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ

საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომელია საქართველოში ყველაზე დიდი სოფელი - აღწერის შედეგები

რომელია საქართველოში ყველაზე დიდი სოფელი - აღწერის შედეგები

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

BM.GE

შსს-დან პროკურატურაში - ვინ არის გენერალური პროკურორის ახალი პირველი მოადგილე

შსს-დან პროკურატურაში - ვინ არის გენერალური პროკურორის ახალი პირველი მოადგილე

BM.GE

ინვესტიცია საქართველოში 2026: რა იცვლება ბაზარზე ახლა

ინვესტიცია საქართველოში 2026: რა იცვლება ბაზარზე ახლა

BM.GE