მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. I კვარტალში "იმედს" სარეკლამო შემოსავლები 77%-ით გაეზარდა
I კვარტალში "იმედს" სარეკლამო შემოსავლები 77%-ით გაეზარდა

I კვარტალში "იმედს" სარეკლამო შემოსავლები 77%-ით გაეზარდა

BM.GE15 მაისი, 2026, 18:23|bm.ge

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები, თითქმის, 73%-ით 25.6 მლნ ლარამდე გაიზარდა.

უშუალოდ ტელევიზიების შემთხვევაში ყველაზე მეტი შემოსავალი კვლავ "ტელეიმედს" აქვს, რომელმაც სარეკლამო შემოსავლების სახით I კვარტალში 10.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. წინა წელთან შედარებით "იმედის" სარეკლამო შემოსავლები 77%-ით არის გაზრდილი.

მარეგულირებლის განმარტებით, რეკლამის დამკვეთების რაოდენობის 7%-იანი კლების მიუხედავად,განთავსებული რეკლამის ხანგრძლივობის 4%-იანმა ზრდამ და რამდენიმე ახალი მსხვილი დამფინანსებლის გაჩენამ მაუწყებლის კომერციული სარეკლამო შემოსავლების ზრდა განაპირობა.

ყველაზე დიდი 300%-იანი ზრდა აქვს "რუსთავი 2", რომელმაც პირველ კვარტალში 7.9 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, შემოსავლების მატება გამოწვეულია რამდენიმე ახალი მსხვილი დამფინანსებლის გაჩენით, მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის დამკვეთები ტელევიზიას 3%-ით შეუმცირდა.

პოსტვ-ის შემოსავლები დაახლოებით 300 ათასი ლარით 2 მლნ ლარამდე გაიზარდა. მხოლოდ 100 ათასი ლარით არის გაზრდილი "ტვ პირველის" შემოსავლები და 1.3 მლნ ლარს შეადგენს. ბიემჯის შემოსავლები დაახლოებით 300 ათასი ლარით გაიზარდა და 1.1 მლნ ლარი შეადგინა. ფორმულას შემოსავლები 500 ათასით შეუმცირდა და 1 მლნ ლარი შეადგინა.

"2026 წლის პირველ კვარტალში ტელეკომპანია პირველის მიერ მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა დაახლოებით 1.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდში მიღებულ სარეკლამო შემოსავალთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი. ტელეკომპანია პირველმა დაახლოებით 10%-ით გაზარდა მაუწყებლის ეთერში განთავსებული 1 წამი რეკლამის ფასი 1 და 77%-ით გაზარდა რეკლამის დამკვეთების რაოდენობა.

2026 წლის პირველ კვარტალში ტელეკომპანია ფორმულას მიერ მიღებულმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა დაახლოებით 1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდში მიღებულ სარეკლამო შემოსავალთან შედარებით 33%-ით არის შემცირებული. სარეკლამო შემოსავლის კლება დიდწილად მაუწყებლის ეთერში განთავსებული რეკლამის დამკვეთების რაოდენობის 84%-იანი კლებითაა განპირობებული მაუწყებლის ეთერში განთავსებული 1 წამი რეკლამის ფასის 1 დაახლოებით 32%-იანმა კლებასთან ერთად", - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

ტელემაუწყებლებისთვის 2026 წლის I კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 87%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 7.6% - პროდუქტის განთავსებამ, ხოლო 5% - სპონსორობამ დააგენერირა. შემოსავლის 0.03% და 0.01% კი განცხადებებისა და ტელეშოპინგიდან იყო მიღებული.

2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“. ორივე ტელევიზიის სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია დაასახელა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: იმედის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდებზე "მითების დეტექტორმა" ყალბი ანგარიშები გამოავლინაფორმულა
  • სააკაშვილი: სამი მთავარი სიტყვა “გაგვიბანძეს” - იმედი, მშვიდობა და ოცნება"ტვ პირველი
  • მყარი და საფუძვლიანი არგუმენტები გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი და, ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება - ზურაბ რურუარუსთავი 2
  • 2025-ში სახელისუფლებო ტელევიზიებზე საბიუჯეტო რეკლამების 97.81% მოდიოდა, საიდანაც „იმედის“ წილი 65.21% იყო – MDFნეტგაზეთი
იმედის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE