მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. I კვარტალში სამაცივრე მეურნეობების გაყიდვები, თითქმის, 75%-ით გაიზარდა
I კვარტალში სამაცივრე მეურნეობების გაყიდვები, თითქმის, 75%-ით გაიზარდა

I კვარტალში სამაცივრე მეურნეობების გაყიდვები, თითქმის, 75%-ით გაიზარდა

BM.GE18 მაისი, 2026, 23:00|bm.ge

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სამაცივრე მეურნეობების აქტივობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველა ძირითადი მიმართულებით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 331 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობა, 66.5 პროცენტი, კვლავ შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 662 კაცით განისაზღვრა, მომსახურება კი 355 მომხმარებელს გაეწია.

სამაცივრეებში შენახული პროდუქციის მოცულობამ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 97.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2025 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელს (83.4 ათასი ტონა). შეიცვალა შენახული პროდუქციის სტრუქტურაც: თუ გასულ წელს მარაგებში დიდი წილი ქათმის ხორცს ეკავა (38.7%), წელს პირველ ადგილზე სხვა სახეობის ხორცი და ხორცპროდუქტები გადავიდა 31.9%-ით. ასევე, გაიზარდა ხილისა და ბოსტნეულის (19.5%) და რძის პროდუქტების (10.2%) წილი.

საგულისხმოა, რომ სამაცივრეებში განთავსებული პროდუქციის ნახევარზე მეტი, 57.5%, მომსახურების სახით იყო შენახული, რამაც მეურნეობებს 7.3 მილიონი ლარის შემოსავალი მოუტანა - ეს მაჩვენებელი გასულ წელს 6.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა რეალიზაციის კუთხით. 2026 წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობებმა 224.6 მილიონი ლარის ღირებულების (28.6 ათასი ტონა) პროდუქცია გაყიდეს, რაც თითქმის 75%-ით აღემატება 2025 წლის მონაცემს (128.1 მლნ. ლარი). გაყიდვების სტრუქტურაში იმპორტირებული პროდუქციის წილი 31.2-დან 38.5 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო საკუთარი წარმოების წილი 22.0-დან 12.3 პროცენტამდე შემცირდა. იმპორტირებულ პროდუქციაში ყველაზე დიდი წილი რძის პროდუქტებსა და პირუტყვის ხორცზე მოდიოდა.

ამავდროულად, ექსპორტზე მცირე მოცულობით (0.3 მლნ. ლარი) ძირითადად ქათმის ხორცი გავიდა. რაც შეეხება კამერების დატვირთვას, პიკური მაჩვენებელი იანვარში დაფიქსირდა (51.6%), ხოლო მარტისთვის დატვირთვა 43.5 პროცენტამდე შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE