მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. I კვარტალში საქართველოში პირუტყვის სულადობა და რძის წარმოება შემცირდა, ხორცისა და კვერცხის გაიზარდა
I კვარტალში საქართველოში პირუტყვის სულადობა და რძის წარმოება შემცირდა, ხორცისა და კვერცხის გაიზარდა

I კვარტალში საქართველოში პირუტყვის სულადობა და რძის წარმოება შემცირდა, ხორცისა და კვერცხის გაიზარდა

BM.GE18 მაისი, 2026, 18:19|bm.ge

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალის ბოლოსთვის ქვეყანაში 801 ათასი სული პირუტყვი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით ნაკლებია. მათ შორის, ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა 376.2 ათასი სულია, რაც წლიურად 5.1%-იან შემცირებას ნიშნავს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ღორის რაოდენობა 152.3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 0.2%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ამასთან, ფრინველის რაოდენობა 0.5%-ით შემცირდა და 8.5 მილიონი ფრთა შეადგინა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში რძის წარმოება 107.2 მილიონი ლიტრი იყო, რაც წლიურად 1.2%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში ხორცის წარმოება 18 ათასი ტონა დაფიქსირდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9%-ით მეტია.

სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 179.1 მილიონი კვერცხი იწარმოა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა 20.7 ათასი სული შეადგინა, ხოლო იმპორტი 1.3 ათასი სული იყო. ღორის იმპორტმა 48.8 ათასი სული შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღნიშნავს, რომ მონაცემები წინასწარია. უწყების ინფორმაციით, 2025 წლის საბოლოო მონაცემები 2026 წლის 16 ივნისს გახდება ხელმისაწვდომი, ხოლო 2026 წლის საბოლოო მონაცემები 2027 წლის 16 ივნისს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE