მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. I კვარტალში ტელევიზიებმა რეკლამიდან 25.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს - ზრდა 73%-ია | Comcom
I კვარტალში ტელევიზიებმა რეკლამიდან 25.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს - ზრდა 73%-ია | Comcom

I კვარტალში ტელევიზიებმა რეკლამიდან 25.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს - ზრდა 73%-ია | Comcom

BM.GE15 მაისი, 2026, 14:45|bm.ge

2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 64%-ით გაიზარდა და 27 მილიონი ლარი შეადგინა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციითვე, მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 73%-ით გაიზარდა და 25.6 მილიონ ლარს გაუტოლდა.

ტელემაუწყებლებისთვის 2026 წლის I კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 87%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 7.6% - პროდუქტის განთავსებამ, ხოლო 5% - სპონსორობამ დააგენერირა.

მხოლოდ რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2026 წლის I კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 15%-ით შემცირდა და 1.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, 9.1% - სპონსორობამ, 0.6% კი - განცხადებებმა.

აღსანიშნავია, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE