ორიგინალი
IAEA ზაპოროჟიეს სადგურზე ცეცხლის შეწყვეტის მიზნით რუსეთსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
BM.GE·18:51

IAEA ზაპოროჟიეს სადგურზე ცეცხლის შეწყვეტის მიზნით რუსეთსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

27 ნოემბერი, 2026 · 18:51

გარე ელექტრომომარაგების მორიგი შეწყვეტის შემდეგ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესათანხმებლად მოსკოვსა და კიევთან მუშაობა დაიწყო.

სააგენტოს განცხადებით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ორივე გარე ელექტროგადამცემი ხაზი უკვე 28-ედ გაითიშა, რის გამოც სადგური ენერგიას დიზელის გენერატორებიდან იღებს.

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსმა ორივე მხარეს მოუწოდა, სარემონტო სამუშაოების დასაწყებად სააგენტოსთან კონსტრუქციულად ითანამშრომლონ და სამხედრო მოქმედებები შეწყვიტონ.

გროსი შიშობს, რომ არსებული ვითარება ელექტრომომარაგებას უკიდურესად არასტაბილურს გახდის და ობიექტის მეტად დაზიანების საფრთხესაც გაზრდის.

რაც შეეხება ელექტრომომარაგების შეწყვეტის მიზეზებს, IAEA-ს ცნობით, გათიშვა სავარაუდოდ, სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია. სადგურის რუსი ოპერატორების განცხადებით, ქსელიდან გათიშვა დამცავი მოწყობილობების ამოქმედების შემდეგ მოხდა.

ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ექვსრეაქტორიანი ატომური ელექტროსადგური ევროპაში უმსხვილესია. 2022 წლის თებერვლიდან მას რუსული ძალები აკონტროლებენ. სადგური ელექტროენერგიას აღარ გამოიმუშავებს, თუმცა რეაქტორებში ბირთვული საწვავის გასაგრილებლად მას ელექტრომომარაგება მუდმივად სჭირდება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. IAEA ზაპოროჟიეს სადგურზე ცეცხლის შეწყვეტის მიზნით რუსეთსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·18:52

ტანსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადის გამო ასოციაცია შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეხვედრას ითხოვს

ტანსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადის გამო ასოციაცია შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეხვედრას ითხოვს
BM.GE·18:40

ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გაიმართა - GNTA-ს წარმომადგენლები Jazeera-სა და Qatar Airways-ს შეხვდნენ

ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გაიმართა - GNTA-ს წარმომადგენლები Jazeera-სა და Qatar Airways-ს შეხვდნენ
BM.GE·18:29

GITA-მ დამწყები IT სპეციალისტებისთვის პროგრამის ბოლო ნაკადი დაიწყო - სახელმწიფო დაფინანსებით 1000 აპლიკანტი ისწავლის

GITA-მ დამწყები IT სპეციალისტებისთვის პროგრამის ბოლო ნაკადი დაიწყო - სახელმწიფო დაფინანსებით 1000 აპლიკანტი ისწავლის
BM.GE·18:20

რა როლი გექნებოდა კრიპტო კომპანიაში? – FITA და საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის კარიერულ ვორქშოფს გეგმავს

რა როლი გექნებოდა კრიპტო კომპანიაში? – FITA და საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის კარიერულ ვორქშოფს გეგმავს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.