
იმპორტმა 10.8 მილიარდს მიაღწია - რა საქონელი შეიძინა წელს საქართველომ უცხოეთიდან
2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ უცხოეთიდან 10.8 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის იმპორტი განახორციელა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.4%-ით მეტი იყო.
საქსტატის თანახმად, იმპორტში პირველ ადგილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს 2 მილიარდი დოლარით, თუმცა ეს მოცულობა წლიურად 13%-ით არის შემცირებული, რაც დაკავშირებულია იმასთან რომ საქართველოში ავტოიმპორტზე 2026 წლის აპრილიდან გაზრდილი ტარიფები ამოქმედდა, ხოლო ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით კი 22%-იანი კლებაა.
მეორე პოზიციას 967 მილიონი დოლარით ნავთობპროდუქტები იკავებს, რაც წლიურად 33%-ით არის გაზრდილი, აღნიშნული ძირითადად საწვავის გაძვირებასთან არის დაკავშირებული. მესამე პოზიციაზე 423 მილიონი დოლარით სამკურნალო საშუალებებია.
იმპორტში წელს ყველაზე მეტად 114 ათასი პროცენტით გაიზარდა ნედლი ნავთობის იმპორტი და 242 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოში პირველი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებასთან არის დაკავშირებული.
ქვეყანაში ახალი მზის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით კი 627%-ით, 122 მილიონ დოლარამდე გაიზარდა მზის პანელების იმპორტი.
# საქონელი იმპორტი - მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან 1 მსუბუქი ავტომობილები $2,033 -13% 2 ნავთობპროდუქტები $967 33% 3 სამკურნალო საშუალებები $423 7% 4 ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა $308 19% 5 ნავთობი ნედლი და ნავთობპროდუქტები ნედლი $242 114202% 6 სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის $175 -1% 7 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $127 250% 8 მზის პანელები $122 627% 9 ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები $91 17% 10 კომპიუტერები და მისი ბლოკები $85 -5% 11 დანარჩენი საქონელი – სულ $6,276 -3%
BM.GE
წყარო: bm.ge