მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა, ინფლაციის პროგნოზი კი მკვეთრად გაზარდა
იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა, ინფლაციის პროგნოზი კი მკვეთრად გაზარდა

იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა, ინფლაციის პროგნოზი კი მკვეთრად გაზარდა

BM.GE28 აპრილი, 2026, 22:25|bm.ge

იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა სამშაბათს გამართულ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75%-იან ნიშნულზე დატოვა. გადაწყვეტილებას მხარი საბჭოს 6-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 3 წევრი რეფინანსირების განაკვეთის 1%-მდე გაზრდას ითხოვდა. მარეგულირებლის განმარტებით, განაკვეთის შენარჩუნების მიზეზი ირანში მიმდინარე ომის ფონზე გაზრდილი რისკებია, რამაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება და ინფლაციური მოლოდინების ზრდა განაპირობა.

არსებული ინფორმაციით, იაპონიის ბანკმა 2026 ფისკალური წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1%-დან 0.5%-მდე შეამცირა, ხოლო საბაზისო ინფლაციის მოლოდინი 1.9%-დან 2.8%-მდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ მარეგულირებლის მიერ დადგენილი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს. ბანკის გაფრთხილებით, ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის გამო ნედლ ნავთობზე ფასების მატება კორპორაციულ მოგებასა და შინამეურნეობების რეალურ შემოსავალზე უარყოფით გავლენას იქონიებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ დინამიკას შეანელებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მარტში ინფლაციის ტემპი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში პირველად დაჩქარდა და 1.8% შეადგინა. ექსპერტების შეფასებით, იაპონია შესაძლოა მსუბუქი სტაგფლაციის წინაშე აღმოჩნდეს, სადაც ეკონომიკური ზრდის შეჩერება მაღალ ინფლაციასთან იქნება შერწყმული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE