მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იაპონიის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 31-წლიან მაქსიმუმამდე - 1.25%-მდე გაზარდა
იაპონიის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 31-წლიან მაქსიმუმამდე - 1.25%-მდე გაზარდა

იაპონიის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 31-წლიან მაქსიმუმამდე - 1.25%-მდე გაზარდა

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 16:55|bm.ge

იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 1.25%-მდე გაზარდა. BOJ-მა მონეტარული გამკაცრების ტემპი დააჩქარა და გადაწყვეტილება ინფლაციის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელზე ზემოთ გადახრის რისკით ახსნა. მარეგულირებელი ამ ნაბიჯით მიზნად ფასების სტაბილიზაციას და ეკონომიკაზე ინფლაციის უარყოფითი გავლენის თავიდან არიდებას ისახავს.

აღსანიშნავია, რომ გამგეობის წევრებს შორის გადაწყვეტილება ხმათა თანაფარდობით, 7-2-ზე გადანაწილდა. განაკვეთის ზრდას პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის მიერ დანიშნული წევრები, ტოიჩირო ასადა და აიანო სატო დაუპირისპირდნენ. ასადას განმარტებით, აგვისტოში საბაზისო ინფლაციის 1.7%-მდე შემცირება ეკონომიკის სისუსტეზე მიუთითებდა. ამ მიზეზით, მათ მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

აღსანიშნი ფაქტია, რომ იაპონიაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გაგრძელების მიზნით ზეწოლას შეერთებული შტატები აქტიურად ახორციელებდა. აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა BOJ-ის მმართველ კაძუო უედას "გადამწყვეტი საბაზრო და მონეტარული ნაბიჯების" გადადგმისკენ ღიად მოუწოდა. საყურადღებო ფაქტია, რომ ვაშინგტონის ეს პოზიცია ოფიციალური ტოკიოს რბილ ფისკალურ და მონეტარულ ხედვებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ იენი დოლართან მიმართებით 156.64 ნიშნულამდე გაუფასურდა, 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობამ კი 2.947%-მდე დაიკლო.

შეგახსენებთ, BOJ-მა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების პროცესი 2024 წლის მარტში დაიწყო. მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, საპროცენტო განაკვეთმა ქვეყანაში 1995 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ

BM.GE

შშმ პირების პერსონალური ასისტენტები საშემოსავლო გადასახადს 2% გადაიხდიან | კანონპროექტი

შშმ პირების პერსონალური ასისტენტები საშემოსავლო გადასახადს 2% გადაიხდიან | კანონპროექტი

BM.GE

Binance-იდან მომხმარებლებმა $3.6 მილიარდის აქტივები გაიტანეს

Binance-იდან მომხმარებლებმა $3.6 მილიარდის აქტივები გაიტანეს

BM.GE

გახდი Dreamland Oasis-ის საკურორტო ეკოსისტემის ნაწილი — შეიძინე ბინა Dreamland Park-ში თვეში $590-დან (ეკვივალენტი ლარში)

გახდი Dreamland Oasis-ის საკურორტო ეკოსისტემის ნაწილი — შეიძინე ბინა Dreamland Park-ში თვეში $590-დან (ეკვივალენტი ლარში)

BM.GE