
გახდი Dreamland Oasis-ის საკურორტო ეკოსისტემის ნაწილი — შეიძინე ბინა Dreamland Park-ში თვეში $590-დან (ეკვივალენტი ლარში)
Dreamland Park-ი ჩაქვში, ზღვიდან ფეხით 5 წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელი პროექტია, რომელიც თანამედროვე საცხოვრებელ გარემოს, გამწვანებულ სივრცეებსა და ყოველდღიური კომფორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას აერთიანებს. პროექტი მყიდველებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს — ბინის შეძენას თვეში დაახლოებით 590 აშშ დოლარის ლარის ეკვივალენტიდან და Dreamland Oasis-ის საკურორტო ეკოსისტემის ნაწილად ქცევას.
როგორ ნაწილდება აპარტამენტის ღირებულება?
გადახდის განახლებული გეგმა 20/30/50 პრინციპს ეფუძნება:
• 20% - პირველადი შენატანი:ბინის ღირებულების 20% იფარება შეძენისას. • 30% - შიდა უპროცენტო განვადება:ეს თანხა შეთანხმებული გრაფიკით ნაწილდება. მას საპროცენტო ხარჯი არ ემატება. • 50% - საბოლოო გადახდა:დარჩენილი თანხა, ანუ 50% იფარება მშენებლობის დასრულებისას. აღნიშნული თანხის დაფარვა შესაძლებელია პარტნიორი თიბისი ბანკის იპოთეკური დაფინანსებით.
ამ მოდელით მომხმარებელს საწყის ეტაპზე სრული ღირებულების მობილიზება არ სჭირდება. მან წინასწარ იცის, რამდენს იხდის შეძენისას, რა თანხა ექნება გადასახდელი ყოველთვიურად და რამდენი დარჩება საბოლოო ეტაპისთვის.
როგორი აპარტამენტის არჩევა შეუძლია მომხმარებელს?
Dreamland Park-ში წარმოდგენილია სხვადასხვა დაგეგმარების აპარტამენტები — სტუდიოები, ერთ-, ორ- და სამსაძინებლიანი ბინები.
მომხმარებელს ასევე შეუძლია აირჩიოს ჩაბარების სასურველი მდგომარეობა: თეთრი კარკასი, გარემონტებული ან სრულად მოწყობილი, ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი Turn Key ტიპის აპარტამენტი.
რა შესაძლებლობებს აერთიანებს Dreamland Park?
პროექტი მყიდველს მხოლოდ საცხოვრებელ ფართს არ სთავაზობს. Dreamland Park-ის ინფრასტრუქტურა მოიცავს 1,500 კვადრატული მეტრის აუზს, პადელისა და ჩოგბურთის მოედნებს, ევკალიპტების პარკს, ოთხდონიან პარკინგს, ბავშვთა გასართობ სივრცეებს, რესტორნებსა და კაფეებს, საბავშვო კლუბსა და სუპერმარკეტებს.
ამასთან, ბინის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, შესაბამისი პირობების ფარგლებში ისარგებლონ Dreamland Oasis-ის საკურორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის კეთილმოწყობილი სანაპიროთი.
როგორ მიიღოთ თქვენზე მორგებული შეთავაზება?
დაუკავშირდით Dreamland Development-ის გაყიდვების გუნდს: +995 577 07 99 70 და შეარჩიეთ სასურველი ფართობი, დაგეგმარება და ჩაბარების მდგომარეობა. კონსულტაციისას მიიღებთ ინფორმაციას ხელმისაწვდომ აპარტამენტებზე, ზუსტ ღირებულებაზე, გადახდის გრაფიკსა და ჩაბარების ვადებზე - ყველა დეტალს, რომელიც ზღვისპირა უძრავი ქონების შეძენის დასაგეგმად გჭირდებათ.
BM.GE
წყარო: bm.ge